"ფეისბუქი" აფრიკაში პირველ ოფისს ხსნის

"ფეისბუქის" პირველი ოფისი აფრიკის კონტინენტზე მომავალ თვეს გამოჩნდება. იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიხსნება.

აფრიკაში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 120 მილიონი იყენებს სოციალურ ქსელს. მიუხედავად ამისა, "ფეისბუქმა" გადაწყვიტა საკუთარი ოფისი ამ კონტინენტზეც განავითაროს.

აფრიკის რეგიონში ინტერნეტის გავრცელების პრობლემაა, ამიტომაც "ფეისბუქის" არსებობის შესახებ სხვა კონტინენტებთან შედარებით აქ ყველაზე ნაკლებად იციან. გარდა ამისა, აფრიკაში ინტერნეტი ძვირია, "სმარტფონები" კი იშვიათი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტში იაფფასიანი მობილურებით შედის, რომლებსაც "ფეისბუქის" აპლიკაცია არ გააჩნიათ.