უეკლო ბიზნესი

"ამერიკულ "ჩესტერს" ეკლები არა აქვს და იმხელა ნაყოფს ისხამს, 12 გრამამდეა"

ჩვენს ქვეყანაში მაყვალი არავის უკვირს - მაყვლის ბუჩქები "დაუკითხავად" იზრდება ყველგან და უგემრიელეს ნაყოფსაც იძლევა. რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მაყვალი ბიზნესის წყარო­ გახდებოდა, ანუ გლეხს მისი იმედი არა ტრასაზე მაყვლის გაყიდვით აღებული ორიოდე თეთრით, არამედ პლანტაციების გაშენებით მიეცემოდა. ხუთიოდე წლის წინ არც გურჯაანელ იზოლდა ქიტესაშვილს დაუჯერებდნენ, რომ მისი გაშენებული მაყვალი ოჯახს წელში გამართავდა, მაგრამ...

- სიახლეებს ყოველთვის ვეცნობოდი, მიწაც მიყვარდა და სწორედ ამიტომ დავიწყე გურჯაანიდან კაჭრეთში, ფერმერთა­ კლუბში სიარული. ეს კლუბი უცხოური ორგანიზაციის დახმარებით ჩამოყალიბდა.­ იქ ჩემი მეუღლე მიიწვიეს, მაგრამ არ ეცალა­ და მე წავედი. როგორ არ წავიდოდი,­ როცა ჩვენი საარსებო წყარო მიწა და ხილია.­ ლექციებს ჩვენი სპეციალისტებიც კითხულობდნენ. არაფერზე გავცვლი იმ ცოდნას, რაც მაშინ მივიღე. შემდეგ პრაქტიკა გავიარეთ და ყველას გვაჩუქეს კენკროვანების 50 ძირამდე გამოყვანილი ნერგი. მათ შორის, მაყვლის, ჟოლოსი და ლურჯი მოცვისა. როცა ასეთ ნერგებს რგავ, აუცილებელია ნიადაგის შემოწმება - კენკროვანს ჩრდილი­ არ უყვარს და ნიადაგშიც სათანადო მჟავიანობა უნდა იყოს.

მაყვალს დასარგავად სწორი ან ოდნავ დაქანებული ნაკვეთი სჭირდება. ასეთი კი მქონდა გურჯაანში, მაგრამ გაზაფხულზე ნიადაგის შემოწმების გარეშე დავრგე­ სამივე­ კულტურა. ვიფიქრე, ფოსფორს, აზოტსა და კალიუმს, რაც კენკრას სჭირდება, მერეც­ შევიტან­-მეთქი. ჟოლო და მოცვი გამიხმა, მაყვალს კი მოეწონა ჩემი მიწა და გაიხარა, მაგრამ რა გაიხარა - მის ყურებას­ არაფერი ჯობდა. მაყვლის გამოყვანილი ჯიში უფრო ლამაზია, ვიდრე ველური მაყვალი, რომელიც თავის ნებაზე მიშვებული, გაბარ­დული იზრდება. მე ამერიკული "ჩესტ­ერი" დავრგე, რომელსაც ეკლები არ აქვს და გაზაფხულზე ულამაზესი ყვავილებით ყვავის, თან იმხელა ნაყოფს ისხმს, 12 გრამამდეა.­ ამასთან, ძალიან გემრიელია და ძვირადაც ფასობს. ამიტომაც დავუთმე ამდ­ენი დრო და მიწა... როცა ჩემი მაყვალი თავისი ვარდისფერი­ ყვავილით აპრილის ბოლოს აყვავდება, საოცრებაა. მთელ პლანტაციას ფუტკრები დაჰბზუიან და ამას რომ ვუყურებ, სიცოცხლით ვტკბები.

- ალბათ, კარგადაც უვლიდით, რაკი ასე გალაღდა...

- ველური მაყვალი ყველგან ხარობს და დიდი მზრუნველობა არ სჭირდება. შინაურ მაყვალსაც განსაკუთრებული მოვლა არ უნდა, თუმცა, რაც მეტ ყურადღებას­ დაუთმობ,­ მით მეტად გაგახარებს. ჩემს ნერგებს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუსხამდი წყალს, მერე - დღეგამოშვ­ებით და შემდეგ - საჭიროების მიხედვით­Y. ერთ წელიწადში მთავარმა ყლორტმა 3 მეტ­რამდე აიყარა ტანი და ფესვებიდან ამონ­აყ­არებიც გაიკეთა. მეორე წელიწადს ნაყოფი­ უნდა მოეცა და გასხვლა იყო საჭირო, ამიტომ, სექტემბრის დასაწყისში ყლორტები გადავჭერი იმ ზომაზე, რომ ზედ 5 კვირტი­ ჰქონოდა. 300 კალამი გავაკეთე და 10 სანტიმეტრის დაშორებით ისე დავრგე, რომ 3 კვირტით ნიადაგში ჩავფალი. ოქტომბრის ბოლომდე თბილი ამინდებია და ტემპერატურა საკმარისია, რომ კალამმა გაიხაროს­ და მომძლავრდეს. ორი კვირის შემდეგ ყველა კალამი გახარებული იყო. მეორე წელი­წადს 700 ძირი კალამი გავახარე და ასე მივდიე...

ახლა 3 ჰექტარზე დაახლოებით 7000 ძირი მაყვალი მაქვს. თითო ჰექტარზე 2300 ძირი ირგვება. თუ იმასაც გავითვალისწინ­ებთ, რომ 1 ჰექტარზე 8-9 ტონა მოდის, ძალ­იან სასარგებლო და გემრიელია (შაქრ­იანობა 12%) და 1 კილოგრამი 4 ლარამდე ღირს, ჩემი მონდომება გასაკვირი აღარ იქნება...

პროფესიით ექიმი-ნევროლოგი ვარ, უკვე 65 წლის გავხდი, მაგრამ დაბეჯითებით­ ვამბობ: როცა მიწის ფასი და მისი გამოყენება იცი, არ წაიქცევი... უშრომლად არაფერი იქნება. მაყვალი ფეხს ყველა პირობებში გაიდგამს, მაგრამ უყურადღებოდ ვერ გაიხარებს. ყველაზე დიდი თანხა პლანტაციის გაშენებისას იხარჯება, რადგან ზუსტად ისევე სჭირდება დაშპალვა და შემოღობვა, როგორც ვაზს. 4. 000 ლარია საჭირო, თუმცა, დაწვრილებით მაქვს დაანგარიშებული:

იხილეთ გაგრძელება