„მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე სასტუმროს კორეელი ინვესტორი ააშენებს

აღმაშენებლის გამზირის #60-ში მდებარე რამდენიმე ათასი კვადრტული მეტრი ფართობის მიწა და მასზე განთავსებული ყოფილი ე.წ. „მიხაილოვის“ საავადმყოფო ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესითრ კომპანია „აღმას“ 4 მილიონ დოლარად გადასცა.

საჯარო რეესტრშიარსებული ინფორმაციით, კომპანია გასულ წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კორეის მოქალაქე ჰიუკ ლეეა, დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე გოგი უგრეხელიძე. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, სამი წლისა და რვა თვის განმავლობაში მაღალი ხარისხის „STR chain“ მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე, ასევე „ Grade-A“ კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობა უნდა აშენდეს.  კორეელმა ბიზნესმენმა ამ პროექტებში სულ მცირე 57 მილიონ 760 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამასთანავე, უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებს არა უმეტეს ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ფინანსური დახმარების სახით უნდა გადაუხადოს. „მიხაილოვის საავადმყოფოს“ გასხვისებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, თუმცა ოფიციალური ხელშეკრულება მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა.

ბელა ნოზაძე