"ბიზნესმენს პირდაპირ უთხრეს, შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო"

"კეზერაშვილი ნიჟარაძეს დაემუქრა­, თუ ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ არ გააფორმებდა, სისხლის გუბეებს დააყენებდა"

მთავარმა პროკურატურამ ქონების იძ­უ­ლებით ჩამორთმევის ბრალდებით საქა­რთველოს თავდაცვის ყოფილი მინისტ­რის, დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების განმარტებით, 2010 წლის აგვისტოში კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტ­ებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავების ბიზნესი, რომელიც მამა-შვილს - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე, კომპანიების წილები ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გაფორმების შემდგომ გაიყიდა.

შალვა ხაჭაპურიძე, თამაზ ნიჟარაძის­ ადვოკატი: - თავის დროზე თამაზ ნიჟარა­ძე­ ქობულეთის პროკურატურაში მუშაობდა. მისი ერთი ძმა "ინტურისტის" დირექტ­ორი იყო, მეორე - ბიზნესმენი. თამაზ ნიჟარაძემ 90-იან წლებში ფოთის პორტში უცხოელ პარტნიორე­ბთან ერთად­ ააშენა ტერმინალი. როცა "ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შტაბბინა ფოთში, ნიჟარაძის სასტუმრო "ანკორში" მოიწყვეს. მაშინ გაიცნო ნიჟარაძემ კეზერაშვილი.

- ამბობენ, ისინი დამეგობრდნენ­ და კეზერაშვილი ნიჟარაძის ბიზნესს "კრიშავდა"...

- ისინი მეგობრები არ ყოფილან. იმხანად ვინ ეკითხებოდა ვინმეს, უნდოდა თუ არა რამის დათმობა? შეუთვლიდნენ, ფული მოიტანეო, არ მიუტანდა და - მიახრჩობდნენ. კეზერაშვილმა ნიჟარაძეს დაათმობინა ფოთის პორტში არსებული ტერმინალები.

- მეორე მხარის მტკიცებით, მან კეზერაშვილს ნებაყოფლობით და რამდენიმე მილიონად მიჰყიდა კომპანიები.

- ოფიციალურად გააფორმა, თითქოს 6 მილიონი გადაუხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში თანხა თავისი ერთი კომპანიიდან მეორეში გადარიცხა.

- ნიჟარაძის ოჯახის წევრების გარდა, გამოძიებას თუ ჰყავს მოწმეები?

- ოჯახის წევრების გარდა, არიან პარტნიორები, კერძო პირები. საქმეში არს­ებობს მოწმეთა ბაზა, დაზარალებულთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, გარდა ამისა, არის ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

- თამაზ ნიჟარაძემ ახსენა, რომ მისი ბიზნესით მხოლოდ კეზერაშვილი არ იყო დაინტერესებული.

- როდესაც კეზერაშვილმა ნიჟარაძე­ "პიქსელის" შენობაში დაიბარა, დაემუქრა­, თუ მის ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ დროულად არ გააფორმებდა,“სისხლის გუბეებს დააყენებდა. მისთვის უთქვამს, საქმის­ კურსში არიან ადე (ანუ ადეიშვილი) და მერ­აბიშვილიო. ჩვენ მოვიგეთ ერთი საქმე საქალაქო სასამართლოში და სხვა საქმეებსაც მოვიგებთ.  კეზერაშვილმა სოდ-ის მაღალჩინოსნების დახმარებით მიითვისა ნიჟარაძის ქონება, იარაღად გამოიყენა სოდ-ი, რომელსაც იმ პერიოდში ჭელიძე ხელმძღვანელობდა. მან ხუთი თვის განმავლობაში ჩაუსახლა ნიჟარაძეს პოლიციელები, რომლებმაც დაუფარავად უთხრეს ბიზნესმენს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო.

- ამჟამად ვის სახელზეა ნიჟარაძის კომპანიები?

- ამდენ ხანს ასე ვიცოდით, რომ კეზერაშვილმა თავისი ბიზნესი გაყიდა. დავით იაკობაშვილი ამბობდა, მე ვიყიდეო, მერე "როსნეფტს" მივყიდეო. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისევ კეზერაშვილის და მისი ნდობით აღჭურვილი კომპანიების სახელზეა.

იხილეთ გაგრძელება