ინდონეზიაში ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

ინდონეზიაში ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, ამის მიზეზი მთა რაუნგზე ვულკანის ამოფრქვევა გახდა. "ბიბისის" ცნობით, ვულკანური ფერფლი კუნძულ ბალის აეროპორტამდეც გავრცელდა. რის გამოც აღნიშნული აეროპორტიდან ავსტრალიის მიმართულებით უკვე მეორე დღეა ავიარეისები გაუქმებულია.

აღნიშნული კუნძული ავსტრალიელი დამსვენებლებისთვის პოპულარული ადგილია. აეროპორტი დღეს საღამომდე იქნება დაკეტილი. რაც შეეხება სხვა აეროპორტებს, მათი მუშაობის აღდგენა ვულკანის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.