ხობში პლასტმასისა და ბეტონის ფილების საწარმო გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება.

ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები.