ორდღიანი სემინარ-ტრეინინგები და სამუშაო შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტში Cruise-T პროექტის ფარგლებში

ევროკავშირის "TEMPUS" პროგრამის "Cruise-T" პროექტის ფარგლებში ამა წლის 20-21 ივლისს

ქუთაისის უნივერსიტეტში დილის 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ჩატარდა 2-დღიანი ტრეინინგ-სემინარები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ტრეინინგ-სემინარები ჩატარდა ევროპელი ექსპერტების მიერ ერთდროულად 3 სხვადასხვა აუდიტორიაში სხვადასხვა თემებზე:

აუდიტორია 401

ტრენერები: იანა კუჩეროვა და ლიუდმილა სმარდოვა (სლოვაკეთი)

თემები:

– ტურიზმის მდგრადი განვითარება

– კვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები

– ტურიზმის მიწოდების ანალიზი

– საშინაო დავალება (ქუთაისის „ქეისი“)

აუდიტორია 308

ტრენერი: ნატალი ბალჩი (გერმანია)

თემები:

– სერვისის ხარისხი სტუმარმასპინძლობის სექტორში: გაუმჯობესების შესაძლებლობები და ხერხები

– სერვისის კულტურა

– სერვისის პროგრამები და პროექტები

– საჩივრების მართვა

– ლოდინის დროის მართვა

– კრიტიკული ინციდენტების დროს გამოსაყენებელი ხერხები

– ფარული შემოწმებები

აუდიტორია 303

ტრენერი: გერგანა ჟელიაზკოვა (ბულგარეთი)

თემები:

– დანიშნულების ადგილის განვითარება, მენეჯმენტი და პოზიციონირება ეკონომიკურად მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის

– დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ბრენდინგი და იმიჯის განვითარება

– დანიშნულების ადგილის მარკეტინგის & პოზიციონირების სტრატეგიები

– SWOT ანალიზი

– დანიშნულების ადგილის მდგრადობის გაზომვა ტურიზმის ევროპული ინდიკატორული სისტემით

საერთო ჯამში ტრეინინგ-სემინარებს დაესწრო ქუთაისის უნივერსიტეტის 51 სტუდენტი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, როგორც სანიმუშო აქტიურობით, ასევე საშინაო დავალებების ხარისხიანად შესრულებით. ტრეინინგში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სერთიფიკატებით.

სამუშაო დღის მეორე ნახევარში წარიმართა საკონსულტაციო და მეტად პროდუქტიული შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტის „Cruise-T“ საპროექტო გუნდსა და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებს შორის. საქმიან შეხვედრებზე აღნიშნული საპროექტო გუნდიდან წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, ასევე ამავე უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის 4 სტუდენტი. კონკურსით შერჩეული ოთხივე სტუდენტი უახლოეს პერიოდში - ამა წლის 6-13 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს "Cruise-T“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლის სესიებში, რომელიც გაიმართება უკრაინის ქალაქ ხერსონში.

R