ჩინეთში აღმოჩენილი ქარხანა ყალბ IPhone-ებს უშვებდა

ჩინეთში არალეგალური ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც 41 000 ყალბი IPhone-ის გამოშვებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია ცხრა ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ქარხანა მეორადი "სმარტფონების" ნაწილების შეფუთვასა და მათი, როგორც ახალი IPhone-ების ექსპორტზე გატანაზე მუშაობდა. ამ გზით მათ საერთო ჯამში, 19 მილიონი დოლარის ღირებულების ყალბი "სმარტფონი" გაყიდეს.

აღნიშნული ქარხანა 14 მაისს აღმოაჩინეს, თუმცა, მის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა ახლა გაავრცელა. მსგავსი შემთხვევა ჩინეთში ოთხი წლის წინაც მოხდა. მაშინ ჩინეთის ქალაქ კუნმინში ყალბი "ეფლის" მაღაზიები აღმოაჩინეს.