IBM-ის სასერვერო ბიზნესის შეძენის შემდეგ Lenovo ქართულ კორპორატიულ ბაზარზე სერიოზულ განაცხადს აკეთებს

ქართულ ბაზარზე კომპანია Lenovo პირველ რიგში ნოუთბუქების წყალობით გახდა ცნობილი: ჯერ კიდევ 2004 წელს მან შეისყიდა IBM-ის პერსონალური კომპიუტერების განყოფილება. ბოლო რამდენიმე წელია Lenovo აგრძელებს IT ბიზნესში ინვესტირებას. 2014 წელს კორპორაცია Google -თან Motorola Mobility -თან და ასევე კორპორაცია IBM -თან -x86- სერვერების შეძენასთან დაკავშირებული მსხვილი გარიგებები დასრულდა. კომპანიას დიდი ინტერესები აქვს საქართველოს ბაზართან დაკავშირებით. Bpn.ge ესაუბრა Lenovo-ს კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორს, ბ-ნ ოლეგ გოკუნს.

- რამდენად საინტერეოა კომპანია Lenovo-სთვის ქართული კორპორატიული ბაზარი და როდის გეგმავთ ბაზარზე გააქტიურებას?

- ქართული ბაზარი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, IBM-თან განხორციელებული ბოლო გარიგების შემდეგ ჩვენ ქართულ კორპორატიულ ბაზარზეც ვაპირებთ სერიოზული განაცხადის გაკეთებას. 2015 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული x86 სასერვერო ბიზნესი ქართულ კორპორატიულ ბაზარზე სრულად არის ჩაშვებული.

bpn

- რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

- ახალი ბიზნეს გარიგების შედეგად x86 სასერვერო ბიზნესის განვითარების გუნდი 2-ჯერ გაიზარდა. შეიქმნა დეპარტამენტი EBG - enterprise business group, რომელშიც შედის კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების განყოფილება. უკვე შეგვიძლია ვმართოთ კომპლექსური პროექტები, ფაქტიურად, Lenovo-ს კორპორაციაში ყველაფერია - მობილური ტელეფონით დაწყებული მაღალი წარმადობის კლასტერებით HPC (high performance computing) დამთავრებული.  ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიყიდეთ x86-ის მთელი ბიზნესი და არა უბრალოდ პროდუქტების პორტფელი: 7 საწარმო ქარხანა, 34 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, კორპორაცია IBM-ის მიერ ამ ბიზნესში დაგროვილი პატენტები. IBM-ის 7500 თანამშრომელი სამუშაოდ გადმოვიდა Lenovo-ში. შედეგად ჩვენ მივიღეთ ყველა ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც IBM-მა წლების მანძილზე მოიპოვა.

- როგორია სასერვერო ხაზი, რომელსაც Lenovo საქართველოში წარმოადგენს?

- ჩვენი მიზანია Lenovo System x ბიზნესის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში. ვმუშაობთ, რომ System x და Think სერვერები სრული მოცულობით და ყველა იმ უპირატესობით გახდეს ხელმისაწვდომი, რასაც იღებს მსხვილი, კორპორატიული ბიზნესი.

- ვინაიდან სერვერები Lenovo-ს ლოგოთი მხოლოდ ახლა გამოდის ბაზარზე, ჩნდება კანონზომიერი კითხვა: ვინ უზრუნველყოფს სერვისს, ვის უნდა მიმართოს კლიენტმა?

- კომპანია Lenovo-სა და IBM-ს შორის გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს System x სერვერების საგარანტიო მომსახურებას IBM-ის ინჟინერების მხრიდან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევქმნით ჩვენი სერვის ცენტრების ქსელს და დავატრენინგებთ ჩვენს ინჟინრებს.

- სამომხმარებლო ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელთან დაკავშირებით გარკვეული მითები არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ჩინურ კომპანიებზე.

- Lenovo საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული საერთაშორისო კომპანიაა. ბიზნესი არ ეყრდნობა სუბიექტურ შეფასებას. Lenovo-ს წლიური ბრუნვა - $46მლრდ - ადასტურებს ჩემს სიტყვებს.

- ვის მოიაზრებთ სასერვერო ბაზარზე კონკურენტებად?

- არის ძლიერი კომპანიები: HP, Dell, Fujitsu. ისინი დიდი ხანია ბაზარზე არიან, ამიტომ მათი წილი მეტია ბაზარზე. აქამდე IBM-ის ბიზნეს მოდელი გულისხმობდა ბაზარზე ყოფნას და არა ექსპანსიას. ჩვენ გამოვდივართ „გრანდების“ ჩრდილიდან. ეს კარგია როგორც ჩვენთვის, ისე ბაზრისთვისაც: როცა შემოდის პირობითად ახალგაზრდა და ენერგიულიკომპანია, სხვებიც იწყებენ აქტიურობას და იქმნება ჯანსაღი კონკურენცია.

- ბაზრის რა წილის დაკავებას ვარაუდობთ?

- ბაზარზე ადგილის დაკავება მარტივი არ იქნება. ამასთან, ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს შევიდეთ ლიდერთა სამეულში. ჩვენ ვვარაუდობთ low-end სეგმენტში შესვლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყველა მონაწილის წილთა ხელახალი გადანაწილება. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ისეთ პროექტებში, რომლებიც საინტერესოა არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ პერსპექტიულობის და ხანგრძლივობის - ბიზნესისთვის ეფექტურობის თვალსაზრისითაც მიმზიდველია. Lenovo არის კომპანია, რომელიც ერთი დღით არ ცხოვრობს.

R