Windows 10-ის გაყიდვა დაიწყო

Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 10-ის გაყიდვა დაიწყო. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებელს, რომელსაც უკვე დაინსტალირებული აქვს Windows 7 ან Windows 8.1, შესაძლებლობა აქვს Windows-ის ახალი ვერსია უფასოდ ჩამოწეროს.

ახალ ოპერაციულ სისტემას დაუბრუნეს Start-ის მენიუ, რომელიც Windows 8-ს არ ჰქონდა. ასევე ახალი ვერსიას დაამატეს ხმოვანი დამხმარე სისტემა Cortana, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დაიმახსოვროს პირადი პარამეტრები. ამას გარდა, ახალი ოპერაციული სისტემა ცნობილ ინტერნეტ-ბრაუზერს Internet Explorer-ს ახალი ვერსიით Microsoft Edge-ით ჩაანაცვლებს.

Windows 10-ის დაინსტალირება არა მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზე, არამედ "ტაბლეტებსა" და "სმარტფონებზეც" შეიძლება. როდესაც Microsoft-ის ჯგუფმა Windows 10-ზე დაიწყო მუშაობა, მათ განაცხადეს, რომ იგი Windows-ის ბოლო ვერსია იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Windows 11 აღარ გამოვა.