"ბაკურიანი" შეფუთვას ცვლის

წყაროს წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოვიდა. ცვლილება ბრენდის PET ბოთლებს 05 -იან და 1.5-იან მოცულობებს შეეხო. კომპანიის ინფორმაციით, ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმის, სპორტული და ხელში დასაჭერად უფრო მოსახერხებელი გახდა. ბოთლის ვიზუალურ ნაწილზე, კერძოდ კი ახალი ეტიკეტის დიზაინზე იზრუნეს როგორც ქართველმა, ასევე უკრაინელმა დიზაინერებმა.

„ჩვენ ეს სიახლე ბრენდის მარკეტინგული სტატეგიიდან გამომდინარე დავგეგმეთ. სამომხმარებლო ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება, ტექნოლოგიები იხვეწება, ჩნდება საშუალებები, რომ მომხმარებელს წყაროს წყლის ხარისხიან წყალთან ერთად შევთავაზოთ უფრო კომფორტული, მოსახერხებელი, თანამედროვე შეფუთვაც. ბრენდი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ამ მიმართულებაზე, მომხმარებელი კი მუდამ უნდა გრძნობდეს ამ ყურადღებას ჩვენგან. ბრენდის მარკეტინგული სტრატეგია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ კრეატიულები და საინტერესოდ შევთავაზოთ მომხმარებელს სიახლეები“, - განაცხადა „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერმა ნინი ჩიქოვანმა.