"ვისოლის" და "ვიანორის" ერთობლივი აქცია დაიწყო

"ვისოლის" და "ვიანორის" ერთგული მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქცია დაიწყო. "ვისოლის" ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ყველა, ვინც ჩაასხამს 50 ლარის ან მეტი ღირებულების ნებისმიერი მარკის საწვავს (გარდა გაზისა) "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, საჩუქრად მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შესაძლებლობა ექნება ერთჯერადად ისარგებლოს 10%-იანი ფასდაკლებით "ვიანორის" ქსელში ნებისმიერი სახის საქონელსა და მომსახურებაზე. აგრეთვე, ვაუჩერის მფლობელები "ვიანორის" ავტომომსახურების ცენტრებში საჩუქრად მიიღებენ 1 ცალ 1 ლიტრის მოცულობის საქარე მინის საწმენდ სითხეს. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით.

"ვისოლსა" და "ვიანორს" სურს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების გარდა, ცდილობს წამახალისებელი აქციებით სასიამოვნო ურთიერთობების გამოცდილება მისცეს. "ვისოლისა" და "ვიანორის" საჩუქარი 10%-იან ფასდაკლებასთან ერთად, რომელიც ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაზე ვრცელდება, განსაკუთრებულად საჭირო და სასიამოვნოა ზაფხულის სეზონზე, როცა მოგზაურობა აქტუალური და ყველაზე სასიამოვნოა", - აცხადებს "ვიანორის" დირექტორი დათო წინწკალაძე.

10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ერთჯერადია და მისი განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით "ვიანორის" ნებისმიერ მომსახურების ცენტრში.