ფოთში  თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

"ფოთის ამიაკის ტერმინალი" თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობის მშენებლობას იწყებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა.  შეთანხმების მიხედვით, ინფრასტრუქტურის შესაქმნელად  "ფოთის ამიაკის ტერმინალმა" 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამასთან, სარკინიგზო ჩიხის მშენებლობისთვის კომპანიას 2,4 მილიონი ლარის გამოყოფა მოუწევს. პროექტირებას და მშენებლობას „საქართველოს რკინიგზა“ უზრუნველყოფს.

ბელა ნოზაძე