ვალუტის კურსის ცვლილებაზე საქართველოში ფსონებს დებენ

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების ფონზე, ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება აქტუალური გახდა.

"ევროპა-ბეთმა" საქართველოში ვალუტის კურსის და აქტივების საბაზრო ღირებულების ცვლილებაზე ფსონების დადების პროდუქტი შექმნა. კერძოდ, მსურველებს შეუძლიათ საკუთარი ინტუიცია "ევროპა-ბეთის" ვებ-გვერდზე გამოსცადონ. მომხმარებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს გარკვეული დროის მონაკვეთი, დადოს ფსონი და პროგნოზი გააკეთოს.

"საუბარი მხოლოდ ვალუტის კურსებზე არ არის. მოთამაშეს ბევრი არჩევანის საშუალება აქვს. მაგალითად, მათ შეუძლიათ ფსონი დადონ ცნობილი კომპანიების აქტივებზე, ინდექსებზე, ფასიან ქაღალდებზე, ნედლეულსა და პროდუქტებზე, როგორიცაა ნავთობი, ოქრო, ვერცხლი და ყველა ის პროდუქტი, რაზეც მსოფლიო ვაჭრობა მიმდინარეობს",- აღნიშნა ბპნ-თან საუბრისას "ევროპა-ბეთის" პროექტების მენეჯერმა, გურამ დოლიძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლების მხრიდან აქტივობა ამ კუთხით საკმაოდ მაღალია. აღნიშნული პროდუქტი დაახლოებით ერთი თვეა უკვე ჩართულია.

"პროდუქტის მონიტორინგი ჩვენი მხრიდან 24-საათიან რეჟიმში ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია ამ პროდუქტმა. ეს არის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტი თავისი დინამიკიდან გამომდინარე. მისი პროგნოზირება უფრო ადამიანის ინტუიციაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია. მხოლოდ ევროპულ წამყვან კომპანიებს აქვთ მსგავსი პროდუქტი", - აღნიშნა გურამ დოლიძემ.

მსოფლიოში ფსონების დადების არა ერთი საინტერესო შემთხვევა და პრაქტიკა არსებობს. მსურველები დღითიდღე უფრო მეტად დებენ ფსონებს არამხოლოდ სპორტულ ღონისძიებებისა და შეჯიბრებების პროგნოზის მიზნით, არამედ სხვა პროდუქტებზეც.

თამთა ჯიჯავაძე