ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოდის

საქართველოში მედიკამენტებს რამდენიმე მსხვილი ფარმაკომპანია აწარმოებს. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. ფარმაცევტული ბაზარი ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებით მარაგდება. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დაუფასოებელი და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოდის.

bpn.ge-მ საქსტატიდან იმპორიტრებული მედიკამენტების სტატისტიკა გამოითხოვა, რომელიც 2000-2014 წლებს მოიცავს. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ დაუფასოებელი მედიკამენტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა შვეიცარიაა. 2000 წელს ამ ქვეყნიდან შემოტანილი დაუფასოებელი მედიკამენტების ჯამურმა რაოდენობამ 6 700 დოლარი, ხოლო 2014 წელს 2 576, 6 ათასი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, საიდანაც იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულებამ 2000 წელს 28, 9 ათასი დოლარი, ხოლო 2014 წელს 2 387, 5 ათასი დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ესპანეთი: 2000 წელი - 1, 8 ათასი დოლარი, ხოლო 2014 წელს – 1 770, 1 ათას დოლარი. ჩინეთი ქართულ ფარმაციაში 2001 წლიდან ჩნდება და შემოტანილი წამლების საერთო ღირებულება 28,5, ხოლო 2014 წელს 1 646 ათასი დოლარი იყო. ამავე პერიოდში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინიდან იმპორტირებული წამლები, ხოლო ლატვია უფრო მოგვიანებით - 2008 წელს. საერთო ჯამში იმპორტირებული დაუფასოებელი მედიკამენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუკი 2000 წელს ჯამურმა რაოდენობამ 216, 5 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, 2014 წელს ეს რიცხვი 13 171 ათას დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება დაფასოებულ მედიკამენტებს, ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქეთის რესპუბლიკაა. 2000 წელი იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულებამ 79,5 ათასი დოლარი, ხოლო 2014 წელს 71 052, 8 შეადგინა. შემდეგ მოდის გერმანია, 2000 წელი - 5 566,6, ხოლო 2014 წელს - 32 036,1 ათასი დოლარი. 2000 წელს უნგრეთიდან 1 878,2 ათასი დოლარის მედიკამენტი, ხოლო 2014 წელს 27 076,8 დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. საფრანგეთიდან 2000 წელს - 3 589,5, ხოლო 2014 წელს - 21 390,0 ათასი დოლარის, იმავე პერიოდში ავსტრიიდან - 1 308,9, ხოლო 2014 წელს - 13 937,0 ათასი დოლარის. ბულგარეთი 2000 წელი - 918,0 ათასი დოლარი, 2014 - 12 439,9. რუსეთი 2000 წელი - 4 110,8 ათასი დოლარი, ხოლო 2014 წელს - 11 897,8 ათასი დოლარი. შვეიცარიიდან 2000 წელს - 2 181,5 ათასი დოლარის იმპორტი, ხოლო 2014 წელს 11 041,2 ათასი დოლარის. შემდეგ მოდის ნიდერლანდები, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ინდოეთი და სხვა ქვეყნები. 2000 წელს დაფასოებული სამკურნალო საშუალებების საერთო ღირებულებამ 45 837 ათასი დოლარი, ხოლო 2014 წელს - 314 635, 2 ათასი დოლარი შეადგინა.

სალომე გოგოხია