„ყველაზე დიდი რისკი სარისკო გადაწყვეტილებაზე უარია"

ბიზნესი რისკის გარეშე არ არსებობს. იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, რისკის ქვეშ ბევრი რამ უნდა დააყენოთ - კარიერა, ფულადი დანაზოგი, პირადი ურთიერთობები და ფსიქოლოგიური წონასწორობაც კი.

ბევრი წარმატებული ბიზნესმენი და მეწარმე თანხმდება, რომ რისკი ერთადერთი გზა არის წარმატებისკენ.

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ციტატებს რისკის შესახებ.

„ყველაზე დიდი რისკი სარისკო გადაწყვეტილებაზე უარია. სამყაროში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, ერთადერთი, რამაც შეიძლება წარუმატებლობა მოგიტანოთ, ეს არგარისკვაა“, - მარკ ცუკერბერგი.

„ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რის გასაკეთებლადაც მზად არ ვიყვი. ეს კარგი შანსია გაიზარდო პროფესიონალური კუთხით“, - მარისა მეიერი Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი.

„თუ რაკეტაში ადგილს გთავაზობენ, ნუ კითხავთ, რომელი ადგილია. დათანხმდით და ადით რაკეტაში“, -  შერილ სენდბერგი, „ფეისბუქის“ ოპერაციული დირექტორი.

„ყოველთვის გააკეთეთ ის, რაც გგონიათ, რომ არ გამოგივათ. თუ ერთხელ ვერ გამოგივათ, სცადეთ მეორედ. ადამიანები, რომლებიც არასდროს ეცემიან, მწვერვალს ვერ აღწევენ“, - ოპრა უინფრი.

„არსებობს მხოლოდ ერთი დიდი რისკი, რომელსაც ნებისიმერ ფასად თავი უნდა აარიდოს. ეს არის რისკი, არაფერი აკეთო“, - დენის უეიტლი, ამერიკელი ბიზნეს-ტრენერი.

„როდესაც წარმატებულ ბიზნეს-ისტორიას ისმენს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ერთხელ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და გარისკა“, - პიტერ დრუკერი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორეტიკოსი.

„ყოველთვის ღირს გარისკვა, თუ ის თქვენი წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარია“, - რიჩარდ ბრენსონი.

„არ ღირს მცირედით დაკმაუოფილება. ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფვოდეს მწვერვალისკენ. ნებისმიერი გამოჩენილი სპორტსმენი და მილიარდერი ოქროს მოპოვებაზე ფიქრობს და არა ბრინჯაოსი“, - დონალდ ტრამპი.

„ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ რისკავენ, წელიწადში დაახლოებით ორ დიდ შეცდომას უშვებენ. ადამიანები, რომლებიც რისკავენ, წელიწადში დაახლოებით ორ დიდ შეცომას უშვებენ“, - პიტერ დრუკერი.