თბილისში მუნიციპალური ავტობუსების შეცვლასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში მომდევნო წელს მუნიციპალური ავტობუსების შეცვლასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო მოლაპარაკებები EBRD-თან ტრანშის გამოყოფის თაობაზე. "ჩვენ, ჩვენი მხრივ ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, მათ ჩაატარეს კვლევა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამაზე დაყრდნობით მომზადდება საკონკურსო წინადადებები და იქნება გამოცხადებული კონკურსი მომდევნო წლისთვის ავტობუსების შეცვლის თაობაზე", - განაცხადა ნარმანიამ.