"თელასმა" თეც-ის გამომავალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია "თელასმა" თბოელექტროცენტრალის გამომავალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვესადგური და ის 23 ათასი აბონენტის მომარაგებას არათუ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, არამედ ყველა პრობლემას აღმოფხვრის და ავარიული გათიშვები საერთოდ აღარ იქნება..

აღნიშნული ქვესადგური 25 300 აბონენტის, მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სამედიცინო დაწესებულებების ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ორივე ცგპ-ში განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების შედეგად, 70 მოძველებული და 6 კილოვოლტიანი უჯრედის ზეთიანი ამომრთველები შეიცვალა თანამედროვე უჯრედებით, რომელიც აღჭურვილია ვაკუუმური ამომრთველებით და მიკროპროცესორული სარელეო დაცვით. ეს თბილისის ცენტრალური რაიონების - მთაწმინდა, ჩუღურეთის და დიდუბის მოსახლეობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობას და ხარისხს არსებითად აამაღლებს.

"თელასის" საინიციატივო პროგრამის ფარგლებში, ცრპ-ების რეკონსტრუქციაზე დახარჯულმა თანხამ 1 193 000 ლარი შეადგინა.  ქვესადგურიდან გამომავალი ცგპ-ების კომპლექსური მოდერნიზაცია განხორციელდა ავარიული გამორთვების ლოკალიზაციებისა და ქსელის სხვა ნაწილებზე დაზიანების გავრცელების პრევენციისთვის. ქვესადგურის "ტეც" ძლიერ ამორტიზებული მოწყობილობებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ამომრთველებისა და სარელეო დაცვის მოწყობილობების ხშირი მტყუნების გამო, საკაბელო ხაზში დაზიანების წარმოქმნისას ითიშებოდა მეზობელი საკაბელო ხაზებიც.

აღნიშნული ქვესადგური არ არის სს "თელასის" მფლობელობაში. ამასთან თეც-ის მესაკუთრეების მიერ მოწყობილობების რემონტი არ ჩატარებულა..