აზერბაიჯანული მხარე "გაზპრომთან" საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს

აზერბაიჯანული მხარე "გაზპრომსა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს. "ინტერპრესნიუსი" ბაქოში სახელმწიფო კომპანია "სოკარს" დაუკავშირდა, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავეს. "სოკარში" განაცხადეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი "სოკარ ჯორჯიასთან" უნდა გაარკვიონ. "სოკარ ჯორჯიაში" კი განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას რუსეთის გაზის მოწოდების შესაძლო გაზრდის შესახებ, აზერბაიჯანული მედიაც გამოეხმაურა. ზოგიერთმა გამოცემამ ეს განცხადება აზერბაიჯანსა და "გაზპრომს" შორის საქართველოსთვის "გაზის ომის" დაწყებად შეაფასა.