"ფლეიბოი" შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს

ამერიკული გამოცემა "ფლეიბოი" ჟურნალში შიშველი ქალების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს.

ჟურნალის მფლობელთა განცხადებით, ინტერნეტის ეპოქაში სიშიშვლე აღარ არის საინტერესო, პორნოგრაფიული ჟურნალები კი კომერციულად მომგებიანი.

"ბიბისის" ცნობით, 1953 წელს დაარსებული  "ფლეიბოის" ტირაჟი მიმდინარე წელს 800 ათასამდე დაეცა მაშინ, როცა 1970 წელს ჟურნალის 5,6 მილიონი ეგზემპლიარი იბეჭდებოდა.

"მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ჟურნალში მაინც დავბეჭდავთ ქალბატონებს პროვოკაციული პოზებით და არა სრულიად შიშველს", - აღნიშნა ჟურნალის აღმასრულებელმა რედაქტორმა სკოტ ფლანდერმა.

მისივე თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად დაეთანხმა "ფლეიბოის" დამაარსებელი, 89 წლის ჰიუ ჰეფნერი.