"ფორბსმა" ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

"ფორბსმა" რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ყოველწლიური რეიტინგი ამერიკული გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "ფორბსი" აღნიშნავს, რომ დასავლეთის სანქციების და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, პუტინის რეიტინგმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. "რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელსაც საკმარისი ძალაუფლება აქვს გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს და ამისთვის პასუხი არ აგოს", - წერს "ფორბსი".

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეში უკვე მესამე წელიწადია. მეორე ადგილზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მესამეზე კი - აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. მეოთხე ადგილი რომის პაპმა ფრანცისკემ, მეხუთე კი - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაიკავა.