მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდი დაასახელეს

ავტომობილების გაყიდვის კუთხით, იაპონური მწარმოებელი Toyota ლიდერობს. ავტოკონცერნმა წელს 6 253 131 ავტომობილი გაყიდა. სექტემბერში დაფიქსირდა გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი - 703 167 ავტომობილი. მეორე ადგილზეა გერმანული Volkswagen-ი, 4 786 738 გაყიდული ავტომობილით.

სექტემბრის მონაცემებით, Volkswagen-ის ავტომობილი 543 342-მა ადამიანმა შეიძინა. მესამეზე კი - ამერიკული Ford-ი მოხვდა, 4 528 378 ავტომობილით. აქედან, 540 306 მანქანა სექტემბერში გაიყიდა. 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ავტობრენდების ათეულში მოხვდა Hyundai, Nissan, Honda, Chevrolet, Kia, Mercedes და Renault. ტოპ 25-ეულში ასევე მოხვდა Peugeot, BMW, Audi, Fiat, Mazda, Suzuki, Wuling, Maruti, Changаn, Jeep, Citroen, Buick, Opel, Skoda და Mitsubishi. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, ბოლო პერიოდში საავტომობილო ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება.