"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" ტენდერი გამოაცხადა

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" თბილისში Horeca-ს (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სფეროში სომელიედ/ღვინის მცოდნედ სწავლება-გადამზადების კურსის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ცენტრის ინფორმაციით, მომსახურების შესყიდვის მიზანია თბილისში აღნიშნულ სფეროში მომუშავე 35 მსმენელის სომელიედ/ღვინის მცოდნედ სწავლება-გადამზადების კურსის ჩატარების უზრუნველყოფა. მათივე განმარტებით, კურსის დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის დეკემბერში. აღნიშნული მომსახურება მსმენელებისთვის იქნება უფასო.

ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 50,000 ლარს დღგ-ის გათვალისწინებით. ტენდერში მონაწილეობის მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ დარეგისტრირებული. სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=169448〈=ge