"ნიკორას" მაღაზიის დაყაჩაღებისას დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში "ნიკორას" მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. მას შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი პირი შეიჭრა. ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც დაცვის თანამშრომელი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.