რა უპირატესობები გააჩნია საცხოვრებელ კომპლექსს ”მწვანე ბუდაპეშტი”

რეკრეაციული ზონა, კლიენტზე მორგებული გადახდის გრაფიკი და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა - ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რითაც სამშენებლო კომპანია "მწვანე ბუდაპეშტი" სამშენებლო ბაზარზე გამორჩეულ ნიშას იკავებს. გარდა ამისა, რა უპირატესობით გამოირჩევა "მწვანე ბუდაპეშტი" სხვა სამშენებლო კომპანიებისგან და რა სიახლეებს სთავაზობენ კლიენტებს, "ამბები" კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს პროექტების განვითარების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, ბატონ ოგუზ ქაან ქარაერს ესაუბრა:

- "მწვანე ბუდაპეშტის" საცხოვრებელ კომპლექსს მრავალი უპირატესობა გააჩნია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ჩვენ მიმართ მობინადრეებს განსაკუთრებული ნდობა აქვთ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბინების დიდი ნაწილი კომპლექსის მშენbpnებლობის დაწყების დღეებშივე გაიყიდა. დღესდღეობით ბინების 70% უკვე გაყიდულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, სარბენი ბილიკი, კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპი, ავტოსადგომი, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ფიტნესცენტრი - ეს ყველაფერი კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგდება, რაც მობინადრეებს ცხოვრების მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. კომპანიის მთავარი ამოსავალი წერტილი მობინადრეებზე ზრუნვაა, ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და მათთან ინდივიდუალური, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რაც ურთიერთობასაც უშუალოს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობა ევროპული სტანდარტების დაცვით, უმაღლესი ხარისხის მასალებით მიმდინარეობს. საერთოდ, ხარისხი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანია "მაქროქონსთრაქშენი" ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. კომპანია უმსხვილეს ინვესტორთა ათეულშიც შევიდა მისი 2 პროექტით: "მწვანე ბუდაპეშტითა" და ოთხვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო "მერკური თბილისით". აღსანიშნავია ისიც, რომ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს საზღვრებს გარეთაც, ამჟამად ვიწყებთ მეორე პროექტს ბელორუსში, სადაც ასევე წარმატებით ვოპერირებთ.

- გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, კომპლექსში მწვანე საფარი რამდენად გათვალისწინებულია?

- კომპლექსში 3500 კვ. მეტრი რეკრეაციული ზონაა: საერთოდ, ჩვენი კომპლექსის კონცეფცია აგებულია სიმწვანეზე, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოზე. კომპლექსის ტერიტორია 11700 მ2-ს მოიცავს, საიდანაც 3500 მ2 მწვანე ზოლს ეთმობა. კომპლექსი უნიკალური იქნება მისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. აქ იქნება ყველა ის პირობა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მობინადრეები ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვნენ.

- როგორც წესი, ბინის შეძენისას კლიენტების უმრავლესობისთვის გადახდის პირობები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გადახდის რა პირობებს სთავაზობთ თქვენს კლიენტებს?

- დაგეთანხმებით, რომ გადახდის პირობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბინის შეძენისას. ამის გათვალისწინებით, "მწვანე ბუდაპეშტში" მაქსიმალურად მოქნილი პირობებია. დღეს ჩვენთან მოქმედებს აქცია შემდეგი პირობებით: 5-წლიანი უპროცენტო შიდა განვადება თავდაპირველი 30% შენატანით. ასევე თუ ბინის მყიდველი გადაიხდის მთლიან გადასახდელს, პირველივე შენატანით, მას 15% ფასდაკლება მოუწევს, ან უფასო აივნის ფართი ან მანქანის სადგომი. არსებობს მესამე პირობაც, 0% პირველადი შენატანი, ასეთ შემთხვევაში თანხა გადანაწილდება 5 წელიწადზე და დაემატება წლიური მხოლოდ 7%. ასე რომ, იჩქარეთ, აქცია გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. დამეთანხმებით, რომ დღევანდელ ბაზარზე ეს ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია.

- ისიც მნიშვნელოვანია, ბარდება თუ არა ბინები დათქმულ ვადებში?

- ჩვენ ვცდილობთ მობინადრეების მოლოდინი ყოველთვის გავამართლოთ. "მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების ვადა 2016 წლის სექტემბერია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და კომპლექსის მშენებლობას დავასრულებთ არა დათქმულ ვადაზე, არამედ 4 თვით ადრეც კი. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა იმ მობინადრეებისთვის, ვინც ბინა ინვესტიციის მიზნით შეისყიდა, რადგან ისინი შეძლებენ 4 თვით ადრე გააქირაონ ბინა, ხოლო გადასახადი დაფარონ ისევ ძველ დათქმულ ვადაში, ანუ 2016 წლის სექტემბერში.

- ბინის შეძენისას კლიენტი იმასაც ითვალისწინებს, მომავალში იქნება თუ არა მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ფინანსურად მომგებიანი. საინვესტიციო თვალსაზრისით, თქვენი საცხოვრებელი კომპლექსი კლიენტებისთვის რამდენად მიმზიდველია?

- დაგეთანხმებით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უძრავი ქონების შეძენისას. "მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენა ნამდვილად მომგებიანი ინვესტიციაა. პირველ რიგში, ადგილმდებარეობა და კომპლექსის კონცეფცია ხდის მას მიმზიდველს. საშუალოდ კვადრატულის ფასი 1400 დოლარია, იმ შემთხვევაში კი, თუ თანხა ერთიანად დაიფარება, ფასი 1190 დოლარი იქნება. მაისში, როდესაც კომპლექსის მშენებლობა დასრულდება, მობინადრე კვადრატულის გაყიდვას მინიმუმ 1600 დოლარად შეძლებს, ანუ ის შეძლებს 34%-ზე მეტი მოგების მიღებას 5 თვეში, დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მეორე მაგალითსაც გეტყვით: ავიღოთ საშუალოდ 3-ოთახიანი ბინა, რომლის ღირებულებაც 80 000 დოლარია. მწვანე ბუდაპეშტში მის გაქირავებას მობინადრე თავისუფლად შეძლებს 800 დოლარად. ეს იმას ნიშნავს, რომ მობინადრე მხოლოდ 8 წელიწადში წლიური 12 % ამონაგებით შეძლებს თანხის ამოღებას. უძრავი ქონების ბიზნესში ეს მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.

- და ბოლოს, დასრულებული რემონტით აბარებთ ბინებს, რამდენად ხარისხიანი მასალით ასრულებთ მშენებლობებს?

- "მწვანე ბუდაპეშტის" კომპლექსში ბინები მხოლოდ დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ტექნიკითა და აბაზანის სრული გარნიტურით ბარდება. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებს, რომლებიც ძირითადად თურქეთიდან ჩამოგვაქვს.

(R)