"ფილიპ მორისის" საახალწლო "სიურპრიზები"
"ფილიპ მორისის" საახალწლო "სიურპრიზები"
5 იანვარი / 2016
საბოტაჟი, მანიპულაცია თუ ტექნიკური პრობლემები?
2016 წლის პირველი დღეები საქართველოში გაძვირებით დაიწყო: თითქმის ყველა დასახელების სიგარეტის ფასი 28-35 თეთრით გაიზარდა, მაგრამ კომპანია "ფილიპ მორისის" პროდუქციის ფასმა კატასტროფულად - 250-300%-ით მოიმატა: ზოგიერთ ადგილას "პარლამენტი" 11,20 ლარად, ხოლო "მარლბორო" - 9 ლარადაც კი იყიდებოდა. გაძვირდა "ჩესტერფილდი", "ელ ემ"-ი და სხვა დასახელების სიგარეტები, რასაც თამბაქოს კომპანიებს შორის დაპირისპირებითაც ხსნიან. პროდუქციის გაძვირების გამო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება - ნათქვამია ამ განცხადებაში...

და მაინც, რატომ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" "შპს ფილიპ მორისი საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვიდრე "ფილიპ მორისის" სათავო ოფისიდან შესაბამის დასკვნას არ მიიღებენ, ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ისიც გვითხრეს, რომ "ფილიპ მორისის" ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. გაცილებით გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე არ გამორიცხავს, რომ ეს აჟიოტაჟი იყოს და ფასები 1-2 კვირაში დარეგულირდეს, რადგან აქციზის 20 თეთრით გაზრდა ამ დონის გაძვირებას ვერ გამოიწვევდა.

გიორგი ბახტურიძე: "სიგარეტის ფასის კატასტროფული ზრდა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რომ ამ კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგების მარჟა ისედაც 300-400%-ია. სხვათა შორის, მსგავს მანიპულაციებს ადგილი ჰქონდა 10 წლის უკან: მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ სპეციალურად შექმნა დეფიციტი და მერე საკმაოდ მოხერხებულად გააძვირა სიგარეტი. ახლა აცხადებენ, რომ ყველაფერი მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში არსებული პრობლემების ბრალია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია "ფილიპ მორისი" გააკეთებს განცხადებას და განმარტავს, რა მოხდა. მართალია, აქციზის გაძვირების გამო სხვა დასახელების სიგარეტებიც გაძვირდა, მაგრამ სხვა ბრენდების პროდუქციაზე ასეთი მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა - საშუალოდ 30-40 თეთრით არის ფასები მომატებული, ყველაზე მეტად გაძვირება "ფილიპ მორისს" და მასთან დაკავშირებულ ბრენდებს შეეხო".

გიორგი ბახტურიძის შეფასებით, აქციზის გადასახადის გაზრდას მხოლოდ ფისკალური ეფექტი ექნება - ბიუჯეტში უფრო მეტი თანხის მობილიზება მოხერხდება, მაგრამ თამბაქოს კონტროლის მხრივ ქვეყანაში წინსვლა არ იგრძნობა.
"ამ საკითხს საქართველოში უმნიშვნელო
You must have Flash Player installed in order to see this player.
თანხა ხმარდება, მაგალითად: გასულ წელს მხოლოდ 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს ურთულესი პრობლემისადმი არასერიოზული მიდგომაა. სამთავრობო კომისია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, დღესაც უმოქმედოა, ერთი შეხვედრაც არ გამართულა, სადაც თამბაქოს კონტროლის საკითხებზე იმსჯელებდნენ. თამბაქოს ინდუსტრია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს. არაფერს ვამბობ სიკვდილიანობაზე, რადგან ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი ხდება. მე ვიტყოდი, რომ თამბაქოს ინდუსტრია ფაქტობრივად კრიმინალური ბიზნესია და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფრით ხერხდება მისი გამიჯვნა სხვა ინდუსტრიებისაგან. ეს იმით აიხსნება, რომ თამბაქოს ინდუსტრიას სერიოზული გავლენა ჰქონდა და აქვს ყველა ხელისუფლებაზე საქართველოში, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტზეც, ის ყველანაირად ცდილობს მოისყიდოს ხელისუფლება და ეს ტენდენცია წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი მოთხოვნა ახალი მთავრობისადმი ასეთია: უნდა შეიკრიბოს სხდომა ჩვენი თანამონაწილეობით, რომელიც განიხილავს თამბაქოს კონტროლის სტრატეგიას და გადახედავს წინა მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის კაბინეტის წევრი ჩვენი ახლანდელი პრემიერიც იყო. საკითხავია, რატომ ვერ ხერხდება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესება ქვეყანაში, რა უშლის ამას ხელს? - ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს საზოგადოებასაც აწუხებს", - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ნაწარმის ფასი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და არა ისე, როგორც ამ დღეებში მოხდა: "საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება - თუნდაც თამბაქოს აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, ასევე - რეკლამის და სპონსორობის სრული აკრძალვა. საჭიროა გადასახადების თანმიმდევრული ზრდა იმ ნიშნულამდე, რომ მწეველი ადამიანი დაფიქრდეს და სიგარეტს თავი დაანებოს, ხოლო ახალგაზრდამ მოწევა ვერ დაიწყოს. თუკი პოლიტიკური ნება იქნება, საზოგადოების ინფორმირება და შემზადება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ ძალიან პასიურია, უფრო მეტიც, ყველანაირად უწყობს ხელს, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს. ამის დასტურად მხოლოდ ერთ ფაქტს დავასახელებ: გასულ წელს სახელმწიფომ 2,5 მილიონი ლარით დააფინანსა "თბილთამბაქო", ეს მოხდა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. თამბაქოს წარმოების ხელშეწყობა ხდება კოოპერატივების დონეზეც, მაგალითად, ლაგოდეხის რაიონში და აჭარაში. სახელმწიფო არ უნდა იყოს ამ დარგის ხელშემწყობი - ამ მოთხოვნით ახალ პრემიერს და ახალ კაბინეტს უახლოეს დღეებში მივმართავთ და ვნახავთ, რა პასუხს მივიღებთ მათგან".

გიორგი ბახტურიძის თქმით, მოწევის საწინააღმდეგო კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, ოღონდ ეს თანამედროვე, ცივილიზებული მეთოდებით ხდება.
"თამბაქო მთელ მსოფლიოში ლეგალურ ნარკოტიკად არის მიჩნეული. 2040 წლამდე მისი მოხმარება ევროკავშირში მინიმუმამდე დავა და 5%-ზე ნაკლები იქნება, ფინეთმა გამოაცხადა, რომ 2040 წლისთვის საერთოდ თავისუფალი იქნება თამბაქოსაგან - ამ ქვეყანაში თამბაქოს რეალიზაციაც შეწყდება და მოხმარებაც. ამ ტენდენციას თითქმის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს და ჩნდება კითხვა - ჩვენ საით მივდივართ? - ევროპისკენ თუ აფრიკის ჩამორჩენილი ტომებისკენ, სადაც არანაირი რეგულაცია არ არსებობს? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია - ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა, თუ რომელიღაც ჩინოვნიკის ან ბიზნესჯგუფის ფინანსური კეთილდღეობა? რაც უნდა ვთქვათ, ფაქტია, რომ ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასების კატასტროფული ზრდა კავშირში არ არის აქციზის გადასახადის მატებასთან და ან საბოტაჟთან გვაქვს საქმე, ან მანიპულაციასთან, ან - ტექნიკურ პრობლემებთან... იმედია, რომ "ფილიპ მორისი" ყველაფერს განმარტავს", -  განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (5)
05.01.2016
კახელო
არსევნებზე მიიგებენ მწევლებისგან
05.01.2016
თენგო
სიგარეტის მოწევა დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში საზოგადოების მაღალ ფენებში სირცხვილად ითვლება. ახალგაზრდებში კი მისდამი მიდრეკილებას მინიმუმამდე ამცირებენ. მწეველებს მეორეხარისხოვან, წარუმატებელ ადამიანებად თვლიან. სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები სამხრეთ ამერიკაზე, აზიასა და აფრიკაზე გადაერთვნენ. ფულის დაბანდებას სხვა ბიზნესებში ცდილობენ. საქართველოში შემოტანილი პროდუქცია აშშ-ში და ევროპაში რეალიზებულზე ბევრად უხარისხოა და ფასიც უფრო დაბალია. მოკლედ, ახალგაზრდებს ვურჩევ(ასაკოვნებს აღარაფერი გამოასწორებს), არ მოწიონ სიგარეტი. იზრუნონ ჯანმრთელობაზე, თანაც ფული დაეზოგებათ.
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3200 ლარი გახდა.
მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაისის ”თვის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
ბოლო დროს, და განსაკუთრებით ლარის დევალვაციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბევრი ექსპერტი (და არაექსპერტი) ლაპარაკობს, როგორც ლარის შემდგომ გამყარებაზე, ისე ახლა, ამ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3423 ლარი გახდა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ ”საქართველოს ბიზნესასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა, ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
ლარის გაუფასურებას განაგრძობს - ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 24 პუნქტით გაუფასურდა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დოლარში გადახურდავება და ეროვნულ ვალუტაში დოლარიდან გადმოხურდავება არ უნდა ხდებოდეს მოლოდინების კუთხით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.06.2016
მომდევნო 12 წლის განმავლობაში კომპანია Google-ს ელექტროენერგიით ნორვეგული კომპანია Norsk Vind Energi მოამარაგებს.
სრულად
30.06.2016
ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა.
სრულად
30.06.2016
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი”, რომელიც „ნაბეღლავს” და „ბახმაროს” აწარმოებს, 2016 წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე სტაბილური ზრდის შენარჩუნებას გეგმავს.
სრულად
29.06.2016
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფიჭური კავშირგაბმულობის ბრიტანულმა კომპანია Vodafone-მა, შესაძლოა, თავისი შტაბბინა გაერთიანებული სამეფოდან გადაიტანოს.
სრულად
29.06.2016
სასამართლო ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.06.2016
01.07.2016
USD
1
USD
2.3423
2.3200
EUR
1
EUR
2.5976
2.5861
GBP
1
GBP
3.1394
3.1232
RUB
100
RUB
3.6552
3.6156