ღვინო ახალგაზრდებისთვის - ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

ქართული ღვინის ბაზარზე სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ჩამოსხმული ღვინო ”იკანო” გამოჩნდა.

კომპანია ”იკანოს” წარმომადგენლის, მათე აბესაძის განცხადებით, ”იკანო” საქართველოში მოყვანილი როგორც ქართული, ასევე უცხოური ყურძნის ჯიშებით იწარმოება.

”ეს არის კონცეპტუალური ბრენდი. ყველა ღვინო ქართულისა და ინტერნაციონალური ყურძნის ჯიშების შერწყმაა”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მათე აბესაძემ.

მისივე თქმით, ”იკანო” კონკრეტულად, ახალგაზრდებისთვის არის გათვლილი. ”ჩვენი მიზანია ”იკანო” გახდეს პირველი სიტყვა საქართველოს ბაზარზე ახალგაზრდული ღვინის სახით”, - ამბობს მათე აბესაძე.

”იკანომ” ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა რამდენიმე თვის წინ, საქართველოში დაიწყო. ამ ეტაპზე ”იკანო” ოთხი დასახელებით არის წარმოდგენილი: ”წითელი იკანო”, ”ყვითელი იკანო”, ”ლურჯი იკანო” და ”მწვანე იკანო”.

თამარ კორკოტაშვილი