საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები შესაძლოა, გაქრეს
საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები შესაძლოა, გაქრეს
6 იანვარი / 2016
არსებული ინფორმაციით, "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ადგილობრივი ბაზრიდან  შესაძლოა, ”მარლბორო”, ”პარლამენტი”, ”ჩესტერფილდი” და კიდევ რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაქრეს.
ყველა ეს სიგარეტი თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი მულტინაციონალური კომპანიის, ”ფილიპ მორისის” ბრენდებს წარმოადგენს. „ფილიპ მორისმა“ საქართველოში მისი პროდუქციის დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფთან” ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.
”ომეგა ჯგუფში” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კომპანიაში ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ”ომეგა ჯგუფის” მენეჯმენტი 14 იანვრამდე შვებულებაშია და ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ. ”ბიზნესპრესნიუსი”
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამ დრომდე ელოდება კომენტარს ”ფილიპ მორისის” ქართული წარმომადგენლობიდანაც.

ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა გაურკვევლობაში არიან თანამშრომლებიც, რომელთაც არ იციან, რა ბედი ეწევათ. თანამშრომელთა თქმით, მართალია სამსახურში ამ დრომდე დადიან, თუმცა მათთვის უცნობია, შეუნარჩუნდებათ თუ არა სამსახური. „ომეგას“ სიგარეტის ფაბრიკა, რომელიც ათამდე დასახელების სიგარეტს აწარმოებდა, ამ დრომდე დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ”ომეგა ჯგუფს” სიგარეტების ფაბრიკაც ჰქონდა (”ოჯთ”-ს ფაბრიკა), რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაიხურა. ჯერ კიდევ 12 ნოემბერს კომპანიის კადრების განყოფილებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სიგარეტის ფაბრიკაში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაიხსნებოდა.

რაც შეეხება ”ფილიპ მორისის” ბრენდებზე ფასების მატებას, გავრცელებული ინფორმაციით, ფასების მატება თავად მაღაზიების გადაწყვეტილების შედეგია. მაღაზიის მეპატრონეებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ პროდუქციის არსებული ნაშთები მალე ამოიწურებოდა, შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და პროდუქციაზე ფასები თვითნებურად გაზარდეს.

თამარ კორკოტაშვილი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება, ან მოწევა მთლიანად აიკრძალება.
ფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება. ახალი ფაბრიკის მშენებლობას კომპანია "აჭარა ტექსტილი" განახორციელებს.
ბიზნესი, რომელიც მშობლების სახლის გირაოში ჩადებით 25 წლის წინ დაიწყო. ბიზნესი, რომლის საწყისი კაპიტალი სულ რაღაც 30 ათასი დოლარი იყო, დღეს კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და კიდევ უფრო შთამბეჭდავი სამომავლო გეგმები აქვს.
თითქმის ოთხთვიანი ინტერვალის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე "ფილიპ მორისის" თამბაქოს პროდუქცია დაბრუნდა.
"ფილიპ მორისის" სიგარეტების, მათ შორის "პარლამენტის", "მარლბოროს", "ჩესტერფილდისა" და L&M-ის, დისტრიბუციას საქართველოში "შ.პ.ს. ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" (GDM ) ახორციელებს.
„ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-საგან დამოუკიდებლად მოახდენს.
ქართულ-თურქული ინვესტიციით ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საქსოვი ფაბრიკა აშენდება.
სიგარეტის ჯიხურებში ”ფილიპ მორისის” ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე - კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.06.2016
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფიჭვური კავშირგაბმულობის ბრიტანულმა კომპანია Vodafone-მა, შესაძლოა, თავისი შტაბბინა გაერთიანებული სამეფოდან გადაიტანოს.
სრულად
29.06.2016
სასამართლო ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდა
სრულად
29.06.2016
ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი კომპანია FLYWASH გამოჩნდა, რომელიც კლიენტებს ადგილზე მისვლას და ავტომობილის გარეცხვას, სპეციალური ქიმიური საშუალებებით სთავაზობს.
სრულად
29.06.2016
მთავრობის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.
სრულად
29.06.2016
დღეს, როდესაც თურქეთის მთავრობა მზად არის, რუსეთს 2015 წლის ნოემბერში ჩამოგდებული თვითმფრინავის სანაცვლოდ ზარალი აუნაზღაუროს, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი ამის გამო ბოდიშს იხდის, დღის წესრიგში დგება საკითხი
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.06.2016
30.06.2016
USD
1
USD
2.3709
2.3423
EUR
1
EUR
2.6289
2.5976
GBP
1
GBP
3.1597
3.1394
RUB
100
RUB
3.6653
3.6552