არსებულ სალარო აპარატებს კონკურენტი გამოუჩნდა
არსებულ სალარო აპარატებს კონკურენტი გამოუჩნდა
9 იანვარი / 2016
"კონკურენტულ პირობებში შეიძლება სალარო აპარატების ფასიც შემცირდეს"

ქართულ ბაზარზე ახალი სალარო-აპარატები გამოჩნდა, რომლის სახელწოდება DATECS-DP-25-ა. ეს საკონტროლო სალარო აპარატი ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად არის შექმნილი და ამავე სტანდარტის მიხედვით მუშაობს. სალარო აპარატი აღჭურვილია "სამ მოდულის" ტექნოლოგიით, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავდა. 2011 წლიდან ამ ბაზარზე მხოლოდ ერთი კომპანია – "ჯორჯიან სერვის ნეტვორკი" ოპერირებდა, რომელიც ბულგარული კომპანია "დეიზი ტექნოლოჯის" მიერ წარმოებულ სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას დღემდე ახორციელებს. ახლა კი, "ჯორჯიან სერვის ნეტვორკს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ამ საკითხზე დაწვრილებით სასაუბროდ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსს - ელგუჯა ლოლიაშვილს მივმართეთ.

მისი ინფორმაციით, "DATECS-DP-25" მოდელის საკონტროლო სალარო აპარატის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს "კასა ჯი", ხოლო ე.წ. "სამ მოდული" (SAM MODUL) შემოსავლების სამსახურში შეიმუშავეს და ის მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისთვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მისი თქმით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შემოვიდეს ბაზარზე, თუ ამ სტანდარტის შესაბამის სალარო-აპარატს წარმოადგენს:

ელგუჯა ლოლიაშვილი - ჩვენი კანონმდებლობა იცნობს რამდენიმე ტიპის სალარო-აპარატს. ყველაზე გავრცელებული მათ შორის ძველი, GPRS-ის ტიპის სალარო-აპარატია, ახლა კი, შემოვიდა "DATECS-DP-25", რომელიც "სამ მოდულის" მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. "სამ მოდული" - შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა. სალარო-აპარატის მონაცემები, თუკი ის "სამ მოდულთან" არის თავსებადი, უნდა გატარდეს საჯარო რეესტრში, რომ კანონიერად იქნას მიჩნეული. ასეთი ტიპის სალარო აპარატი ჯერჯერობით შპს "კასა ჯი"-ს მიერ წარმოდგენილი "DATECS-DP-25"-ია, რომელიც სავაჭრო ქსელში უკვე იყიდება. "DATECS-DP-25"-ის გამოყენება ისევე დაშვებულია, როგორც უკვე მოქმედი სალარო-აპარატებისა. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ახალ სალარო აპარატს ქართული მენიუც აქვს და სხვადასხვა ფუნქციები აქვს დამატებული, რითაც შემოსავლების სამსახურთან კავშირის ფუნქცია სრულად არის უზრუნველყოფილი.

- ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა - რატომ გახდა საჭირო ქართულ ბაზარზე ამ სიახლის შემოტანა?
- ყველაფერი ბაზრის გახსნის მიზნით გაკეთდა. ამ ბაზარზე კონკურენცია თითქმის არ არსებობდა, რადგან ძირითადი მოთამაშე "ჯორჯიან ნეტვორკი" იყო. ფირმებს, რომლებსაც სალარო აპარატების შემოტანის გამოცდილება აქვთ, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იაქტიურონ და პროდუქცია შემოიტანონ. ამ ეტაპზე "ჯორჯიან ნეტვორკს" მხოლოდ შპს "კასა ჯი" დაემატა, სწორედ ამ ფირმამ შემოიტანა ახალი ტიპის სალარო აპარატები, ჯერჯერობით, საჯარო რეესტრში სხვა კომპანია დაფიქსირებული არ არის, თუმცა, რამდენიმე კომპანია ამ საკითხზე უკვე მუშაობს. როგორც კი მოგვმართავენ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი თავისუფლად შეძლებენ ქართულ ბაზარზე ოპერირებას. ძველ აპარატებთან დაკავშირებით კი, არაფერი შეცვლილა, შეიძლება მათი მოხსნაც, რეგისტრაციაც და დაყენებაც...
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ კონკურენციის გაზრდა ფასებზეც მოახდენს გავლენას: "ადრე ამ ბაზარზე ძირითადად "ჯორჯიან ნეტვორკი" ოპერირებდა, როდესაც კონკურენცია შეიქმნება, შეიძლება სალარო აპარატების ფასიც შემცირდეს. ჯერჯერობით კი, ამ ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია მოქმედებს: "ჯორჯიან ნეტვორკი" და "კასა ჯი". "DATECS-DP-25" სალარო-აპარატი 390 ლარი ღირს, მომსახურების საკომისიო კი 5 ლარი, ( 6 თვე - 30 ლარი) როგორც ვიცი, "ჯორჯიან ნეტვორკსაც" თითქმის იგივე ფასები აქვს და ყველაფერი მეწარმის არჩევანზეა დამოკიდებული".

ელგუჯა ლოლიაშვილის ინფორმაციით, შპს "კასა ჯის" ოფისები აქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, თუმცა, ალბათ კომპანია მომავალში უფრო გაფართოვდება, კომპანიის სალარო აპარატები კი, ქართულ ბაზარზე უკვე თავისუფლად იყიდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ საძიებო გიგანტი დღეს იუბილარია - Google 18 წლის გახდა.
ქართულ თხილს ევროკავშირის ბაზარზე პრობლემები ელის.
ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
მსოფლიო რეკლამაზე დანახარჯების ზრდა მიმდინარე წელს 4,4%-ს შეადგენს, ნაცვლად ივნისში ნავარაუდევი 4,1%-ისა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა
მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, შვეიცარული საათების ექსპორტი 8,8%-ით - 1,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ქართული პროდუქტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.
საქართველოში ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი საფონდო ბირჟის განვითარებას მოითხოვს.
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ადასტურებს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ყაზახები ქართული ბაზრიდან გავიდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.09.2016
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავში პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაფართოებული და გადაიარაღებული ორი ახალი საწარმო - შპს Constructio Service და შპს ”ჯი-არ-სი” დაათვალიერა.
სრულად
27.09.2016
ბიზნესასოციაციებთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები
სრულად
27.09.2016
1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
სრულად
27.09.2016
24 სექტემბერს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა ექსპლუატაციაში შევიდა.
სრულად
27.09.2016
ნებისმიერი პროფესია გარკვეულ რისკთან და ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.09.2016
28.09.2016
USD
1
USD
2.3345
2.3276
EUR
1
EUR
2.6247
2.6174
GBP
1
GBP
3.0206
3.0163
RUB
100
RUB
3.6493
3.6478