თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა ”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის უთანხმოების მიზეზი?
თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა ”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის უთანხმოების მიზეზი?
11 იანვარი / 2016
დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება. ჯერ იყო და, თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ, აქციზის ზრდასთან ერთად, თითქმის ყველა სახეობის თამბაქოს ფასი 20-40 თეთრით გაიზარდა, ხოლო ”მარლბოროსა” და ”პარლამენტის” მომხმარებლებს კი საახალწლო ”საჩუქარი” გაუკეთეს - ერთი კოლოფი სიგარეტი 8-10 ლარამდე გაძვირდა. მალევე გაირკვა, რომ ფასების ასეთი კოლოსალური ზრდა ”ფილიპ მორისსა” და მის ექსკლუზიურ დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფს” შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი იყო. თუმცა, სიგარეტის რამდენიმე დასახელების დეფიციტისა და ფასების ასეთი ზრდით მომხმარებელთა უკმაყოფილების მიუხედავად, უთანხმოების დეტალებზე ამ დრომდე არც ერთ კომპანიაში არ საუბრობენ.

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ”ფილიპ მორისმა” საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოზე ფასების ზრდა საცალო მოვაჭრეებს დააბრალა, ხოლო ”ომეგა ჯგუფზე” სიტყვაც არ დასცდენია. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის - რა მოხდა კომპანიებს შორის თითქმის 18-წლიანი პარტნიორობის შემდეგ? ჩვენ შევეცადეთ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგვეტარებინა და თამბაქოს ომების ყველაზე ბნელ კუთხეებში შეგვეხედა.

”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის რომ უთანხმოება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა შარშან ნოემბერში ”ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ პროდუქციის წარმოება შეწყვიტა. სიგარეტის ფაბრიკა ”ოჯთ” ათამდე დასახელების სიგარეტს ამზადებს, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ისე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდსაც, რაზეც ლიცენზია ”ფილიპ მორისისგან” მიიღო და ნედლეულსაც ეს უკანასკნელი აწვდიდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორებს შორის დავაც სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნა. ერთი მიზეზი კონსიგნაციით მიწოდებული ნედლეულისთვის თანხის გადაუხდელობაა. მეორე მიზეზი კი არის დისტრიბუტორის მიერ სიგარეტის საქართველოს გარეთ, კერძოდ, თურქეთში გატანა. თუ ეს მართალია, გამოდის, რომ ”ომეგა” შეთანხმებას არღვევდა.

ამ და შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზების გამოც, თამბაქოს მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა ქართველ პარტნიორს კონტრაქტი შეუწყვიტა. ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენი წყაროს განმარტებით, ”ომეგამ” დისტრიბუციის შეწყვეტის გამო ”ფილიპ მორისისგან” სასამართლოში ათეულობით მილიონის გადახდა მოითხოვა. ეს კი საერთაშორისო კომპანიისთვის საფრთხის შემცველია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ფინანსური დავა წააგოს, არამედ რეპუტაციის შესაძლო შელახვის გამოც. ამიტომაც არ ახმაურებენ მოდავე მხარეები დეტალებს. თუმცა, იმავე წყაროს შეფასებით, ასეთი დავის პირობებში მორიგება ძალიან გართულდება და დიდი ალბათობით, ხმამაღალი სკანდალია მოსალოდნელი. ამასობაში, ”ფილიპ მორისის” პროდუქციის მარაგები ”ომეგას” ეწურება და არც სხვა დისტრიბუტორებს სურთ ”საშარო ვითარებაში” გარევა.

დღეს თამბაქოს ბაზარზე სამი ძირითადი მოთამაშეა: ”ომეგა” - აქამდე ”ფილიპ მორისის” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნის; ”ელიზი”, რომელიც ”ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის” პარტნიორია და ელიზბარაშვილების საკუთრებაა; ”თ&რ” - ”ბრიტიშ-ამერიკენ ტობაკოს” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება. როგორც გავარკვიეთ, გასული წლის მიწურულს
თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასების მნიშვნელოვანი კლება ბაზრის ორ მოთამაშეს შორის შიდაკონკურენციასა და მომხმარებელთა გადაბირების მცდელობას უკავშირდებოდა. ”ომეგას” კი ამ დროს კონკურენციისთვის არ ეცალა, რადგან ”ფილიპ მორისთან” არკვევდა ურთიერთობას. მთელ ამ თამბაქოს ომებში მთავარი ბრძოლა ”ფილიპ მორისის” პროდუქციის დისტრიბუციის მოსაპოვებლად წარიმართება და არ არის გამორიცხული, რომელიმე დისტრიბუტორი საბოლოოდ არა ერთი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის დისტრიბუტორიც გახდეს - მაგალითად ისე, როგორც აზერბაიჯანში ან რუსეთშია, სადაც თამბაქოს მწარმოებელი სამი საერთაშორისო გიგანტის პროდუქციას ერთი კომპანია ყიდის. როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანები ამბობენ, თამბაქოს დისტრიბუცია სპეციფიკური საქმეა, შესაბამისად, მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება ბოლო დროს გავრცელებული ვერსია, რომ ”ფილიპ მორისის” ექსკლუზიური დისტრიბუტორი შესაძლოა ”ჯი-დი ალკო” გახდეს. ამ უკანასკნელს თამბაქოს დისტრიბუციის არც რესურსი აქვს და არც გამოცდილება. ვერსიას არც თავად ”ჯი-დი ალკოში” ადასტურებენ. თუმცა ვერავინ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ”ფილიპ მორისი” და ”ომეგა ჯგუფი” მაინც შეთანხმდნენ და თანამშრომლობა განაგრძონ.

თამბაქოს დისტრიბუციის დაკარგვა ოქუაშვილის ჰოლდინგისთვის, რომელიც ასევე აერთიანებს ”ომეგა მოტორსს”, კომპანია ”ბენმონტს”, სტამბა ”ომეგა თეგსა” და ტელეკომპანია ”იბერიას”, საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, რადგან ნაკლებად რენტაბელურ ბიზნესებს სწორედ თამბაქოს გაყიდვით მიღებული შემოსავლებით ინახავდა.
დისტრიბუციის შეფერხება შემოსავალს აკლებს ”ფილიპ მორისსაც”.

თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი: ”ფილიპ მორისთან” ”ელიზი ჯგუფს” კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა 1994-1996 წლებში. 1997 წლის აგვისტოში კი ”ფილიპ მორისმა” შეწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა. იმ დროს შევარდნაძის რეჟიმმა დამაპატიმრა, რადგან ვებრძოდი კონტრაბანდას, ბრალდებული ვიყავი და ჩემი სასამართლო პროცესი დამთავრებული არ იყო. ამასობაში კი არაკეთილმოსურნე ადამიანები მცდარ­ ინფორმაციებს აწვდიდნენ ”ფილიპ მორისს”, რომლებიც ბუნებრივია დაინტერესებული იყვნენ, ეს ბიზნესი ჩაეგდოთ ხელში.

- ვის გულისხმობთ?

- ბრალს ვერავის დავდებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ”ომეგასგანაც” მიდიოდა ეს ინფორმაციები. იბეჭდებოდა შეკვეთილი სტატიები და შეკვეთილი სიუჟეტები გადიოდა ტელევიზიებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი იგზავნებოდა ჟენევაში ”ფილიპ მორისის” სათავო ოფისში. საბოლოო ჯამში, 1997 წლის აგვისტოში ჩემს კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს. 2000 წელს კი სასამართლომ ყველა წაყენებულ ბრალდებაში გამამართლა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ”ფილიპ მორისმა” კონტრაქტი უსაფუძვლოდ შემიწყვიტა. სხვათა შორის, როცა ”ფილიპ მორისთან” ვთანამშრომლობდით, მათთან თანამშრომლობდა ”ომეგა ჯგუფიც” და შესაბამისად, საქართველოში ორი კომპანია ვიყავით ”ფილიპ მორისის” დისტრიბუტორი. 1997 წლის აგვისტოს შემდეგ კი მხოლოდ ”ომეგა ჯგუფი” დარჩა. 2010 წელს სრულიად უკანონოდ სააკაშვილის რეჟიმმა დამიჭირა და ციხეში ჩამსვა. იძულებული გავხდი, კომპანიის წილი შვილისთვის გადამეფორმებინა და ”ელიზი ჯგუფში” აღარ ვარ.

მსოფლიო ბაზრის ლიდერ კომპანიას, როგორიც ”ფილიპ მორისია”, საქართველოს ბაზარზე ასეთი ქაოსი არ აწყობს. მაგალითად, სხვა კონკურენტების იმავე კლასის სიგარეტის ფასებს რომ შევადაროთ, დღეს ”მარლბორო” სამჯერ ძვირი ღირს, ცხადია, ეს მომხმარებელს აგრესიას აღუძრავს და განვითარების ნაცვლად, ბიზნესს კლავს.
აშკარაა, რომ ფასები ”ომეგა ჯგუფმა” გაზარდა და ამით, ფაქტობრივად, სამაგიერო გადაუხადა, სილა გააწნა ”ფილიპ მორისს”. საქართველოს ბაზარს ”ფილიპ მორისი” არ დაკარგავს, დაიწყებს სხვა პარტნიორი კომპანიის ძებნას, და დარწმუნებული ვარ, ის ახლა სწორედ ძიების პროცესშია. ის ისეთ კომპანიას იპოვის, რომელმაც იცის ეს თემა და არის პროფესიონალი ამ საკითხში.

- თქვენ ხომ არ ფიქრობთ ურთიერთობების აღდგენას?
- როგორც გითხარით, იქ ჩემი ნათესავები არიან, ჩემი შვილია და ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ”ფილიპ მორისთან” მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. და კიდევ, ჩვენ ვიცით ერთგულების ფასი, შესაბამისად, ამის შესახებ ჯერ უნდა მოხდეს ”ელიზი ჯგუფის” პარტნიორის - ”ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის” ინფორმირება და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი რამე მოლაპარაკებების წამოწყება.

ერთიც არის, ხანგრძლივ პარტნიორებს­ შორის კონტრაქტის გაწყვეტა მყისიერად არ ხდება, ამას თან ახლავს განსაზღვრული მიზეზები. როცა კონტრაქტს არ გიგრძელებს იმპორტიორი კომპანია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცით უკმაყოფილოა. ”ომეგას” მუშაობას მე ვერ დავუწუნებ, ძლიერი კომპანიაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ”ფილიპ მორისი” არ გაწყვეტდა ხელშეკრულებას ”ომეგა ჯგუფთან” ძალიან სერიოზული მიზეზის გარეშე და არ დაკარგავდა ძლიერ სადისტრიბუციო კომპანიასთან კავშირს.

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (3)
12.01.2016
სტატუს ქუო-ს
თამაზ ელიზბარაშვილი იმისთვის დაიჭირეს რომ მოსყიდვას ცდილობდა? მისმა შვილმა კაცი მოკლა და ის გარეთ დატოვეს? რაღაც არ ჯდება... არ ვიცი ელიზბარაშვილის შესახებ არაფერი საერთოდ! მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორც მოქმედებდა ხშირ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი, რაც საფუძველს მაძლევს სხვანაირად ვიფიქრო. პ.ს. ჭყონია ხომ ყველა ბიზნესშია რაა... საცოდაობაა..
11.01.2016
თამუნა
თამაზ ელიზბარაშვილს ვუსურევებ წარმატებებს და წინსვლას (მე ვმუშაობდი მასთან და დიდ პატივისცემას იმსახურებს... ნამდვილად კარგი ადამიანია)
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო რეკლამაზე დანახარჯების ზრდა მიმდინარე წელს 4,4%-ს შეადგენს, ნაცვლად ივნისში ნავარაუდევი 4,1%-ისა.
Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დაპირისპირება მძაფრდება.
ამერიკელი ანალიტიკოსის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი შესაძლოა 44%-ით გაიზარდოს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.
ქართული პროდუქტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საქართველოში ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი საფონდო ბირჟის განვითარებას მოითხოვს.
2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა
ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე
ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე
”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ფრანგული "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის და საქართველოში რჩება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.09.2016
განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
სრულად
26.09.2016
ქართული ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.
სრულად
26.09.2016
ქართული მინერალური წყალი „ხიხანი“ უახლოეს პერიოდში უკრაინაში ექსპორტზე გავა.
სრულად
26.09.2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.
სრულად
26.09.2016
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.09.2016
27.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3345
EUR
1
EUR
2.5947
2.6247
GBP
1
GBP
3.0032
3.0206
RUB
100
RUB
3.6418
3.6493