გაზაფხულიდან ქართულ ბაზარზე ხაშზე გამომცხვარი პური გაიყიდება
12 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
2016 წლის გაზაფხულზე კომპანია ”იფქლი” წარმოებაში ხაშზე დამზადებულ პროდუქციას ჩაუშვებს.
ამის შესაეხებ კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბაქარ ბაკურაძემ PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.
ბაქარ ბაკურაძის თქმით, საქართველოში პურის ცხობის არასრული ტექნოლოგია გამოიყენება. მას შემდეგ,
რაც ხაშის ცხობის ტექნოლოგია პურის ბიზნესში გაქრა, მომხმარებელი მოტყუებული დარჩა.
”მომხმარებელი მოტყუებული დარჩა იმიტომ, რომ იმ ხარისხს ვერ იღებს, რაშიც ფულს იხდის. როდესაც ეს საკითხები უცხოელ კოლეგებთან გავიარეთ, ყველა გაკვირვებული დარჩა, რატომ იყო ეს პროცესი - პურის ხაშზე ცხობა ადგილობრივი პურის მწარმოებელისგან უარყოფილი. ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაგვებრუნებინა ეს მეთოდი საქართველოში. ამ მეთოდით პატარა მწარმოებლები რამდენიმე დასახელების პურს შესაძლოა, დღესაც აწარმოებენ. მაგრამ მასიურ წარმოებაში მთლიანად ხაშზე ცხობაზე რომ გადავიდეს წარმოება, ჯერ ეს ჩვენთან არ არსებობს”, - განაცხადა ბაკურ ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კომპანია ”იფქლი” მომხმარებელს ხაშზე დამზადებულ პურს გაზაფხულიდან შესთავაზებს: ”იფქლი” იქნება პირველი კომპანია, რომელმაც უკვე დანერგა ეს ყველაფერი. ჩამოვიტანეთ დანადგარები, რომლებიც მთლიანად ავტომატიზირებულია, მართვა კომპიუტერულად ხდება. ამჟამად ტესტირება მიმდინარეობს. გამართვის პროცესში ვართ. როდესაც ეს პროცესები მთლიანად დამთავრდება, ერთობლივად გვინდა ჩავუშვათ წარმოებაში გაზაფხულზე. ”იფქლის” მთელი პროდუქცია ხაშზე დამზადებული იქნება. ეს არის პურის ცხობის 6-საათიანი პერიოდი, ტექნოლოგიის სრული დაცვით”, - აღნიშნა ბაკურ ბაქრაძემ PALITRANEWS- ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში”.

კომენტარები (12)
21.06.2016
"იფქლი"-ს
ამიხსენით თქვენს გახარებას თბილისში 2 იფქლია? მე ერთი ვიცოდი წერეთელზე იყვნენ მერე გლდანში გადავიდნენ მეორეც ყოფილა დიღომში. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ ერთი და იგივე კომპანიაა ან რა ხდება და რომელი "იფქლი"-დან ხართ თქვენ
15.01.2016
"იფქლი"
ქალბატონო თათა - ფასს არ გავზრდით სრულყოფილი ცხობის პროცესის გამოყენების გამო. ამ პროცესების დანერგვას ვთვლით ინვესტიციად საწარმოში და ხარჯებს კომპანია გაიღებს ამისათვის და არა ჩვენი ერთგული მომხმარებელი. სესილი - ხაშზე ცხობის პროცესი განსხვავდება დაჩქარებული წესით ცხობისაგან. პურის ინგრედიენტებიც აქ სხვა პროპორციებითაა მოცემული. თუ დაგაინტერესებთ, პროცესების გასაცნობად გვეწვიეთ საწარმოში. გაზაფხულზე უკვე გვექნება ჩვენც ღია კარის დღეები. გიგაური - მადლობა კომპლიმენტებისა და ერთგულებისათვის. ჩვენ განვაგრძობთ პროდუქციის და პროცესების თქვენთვის დახვეწას, იმმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებელი ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს მიირთმევდეს. ბატონო ლაშა - მადლობა კეთილი სურვილებისათვის. ბატონო აკო - პრობლემა არაა, თუ არ იცით, აქ შეგიძლიათ ხაშზე ცხობის პროცესს და უპირატესობას გაეცნოთ. http://bit.ly/1Vy7W7B ბატონო მიმი - სხვათაშორის რძით განსაკუთრებულად რბილი და სასიამოვნო პური ცხვება. უბრალოდ, ჩვენ ასეთს ჯერ არ ვაცხობთ. იქნებოდით ასეთი პროდუქტით დაინტერესებული? მისი ღირებულება, რძის გამოყენების გამო მეტი იქნებოდა. ბატონო ვასილ - 1993 წლიდან ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს ვაწარმოებთ. სამწუხაროა, რომ თქვენ სხვა მოსაზრება გაქვთ. გვაქვს შესაძლებლობა მტკიცებულებებით გავამყაროთ ჩვენი წარმოების ხარისხიანობა. თუ გნებავთ, დაგვიკავშირდით და გაზაფხულზე თქვენც მოგიწვევთ ჩვენს საწარმოში. 591-108-353 ბატონო გიო - შესაძლებელია რომელიმე პატარა საცხობი ცდილობს ხაშზე აწარმოოს პურფუნთუშეული, მაგრამ ეს თბილისში მომხმარებლებს არ დააკმაყოფილებს. "იფქლი" პირველია, რომელმაც პურის ხაშზე წაროება მასიურ წარმოებაში დანერგა. ყველას დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისათვის! ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით: შპს "იფქლი" ხარაძის 2ა, 0153 თბილისი info@ipkli.com +995 591-108-353
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, ახალგაზრდების დასაქმება საქართველოშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა დისპეტჩერიზაციის 2017 წლის ტარიფების, შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების და შპს „ენგურჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
„წელს ქართულ ბაზარზე კივის დეფიციტი შეიქმნება და ადგილობრივ პროდუქციას უცხოეთიდან შემოტანილი ჩაანაცვლებს“ - აცხადებენ ფერმერები, რომლებსაც კივის ნარგავები ადრე გაზაფხულზე ყინვამ დაუზიანა.
სტატისტიკური მონაცემებით, კომპიუტერული პროგრამირების დარგში მეტწილად მამაკაცები დომინირებენ.
2017 წელს გლობალურ სარეკლამო ბაზარზე რეკლამასა და მარკეტინგზე დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას
საქართველოში რეგისტრირებული მილიონზე მეტი ავტომობილიდან 91 პროცენტი 10 წელზე მეტი ასაკისაა
გარემოვაჭრეთა საკითხი ლამის გადაუჭრელ პრობლემად იქცეს. მისი ფართოდ გავრცელება მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს ხელს არ აძლევს გარევაჭრობის კანონის შესრულება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.08.2016
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ირანელ ინვესტორებთან ერთად, ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა,
სრულად
29.08.2016
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, ახალგაზრდების დასაქმება საქართველოშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
სრულად
29.08.2016
ევროკავშირმა რამდენიმე პროდუქტი­ დაასახელა, რომელთა წარმოების პოტენციალი ჩვენს ქვეყანასაც აქვს. მათ შორის არის სტაფილო და სტაფილოს თესლის ზეთი,
სრულად
28.08.2016
ნებისმიერი ბიზნესის წამოწყება რისკთან არის დაკავშირებული. საკუთარი საქმის წამოწყებისა და განვითარების გზაზე შეცდომებისა და კრახისგან კი დაცული არავინ არის.
სრულად
27.08.2016
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.08.2016
30.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2914
EUR
1
EUR
2.5802
2.5625
GBP
1
GBP
3.0147
2.9976
RUB
100
RUB
3.5265
3.5225