"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"
18 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.

თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი""გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი: - "კავკასუსს" კრედიტორების დიდი დავალიანება დაუგროვდა. რეალური მყიდველები "მობიტელი" და "მაგთიკომი" იყვნენ, მაგრამ "ბილაინმა" მეტი გადაიხადა. გია ჯოხთაბერიძეს ცოტა მეტად რომ გაეკრა ჯიბეზე ხელი, ინტერნეტპროვაიდერის მნიშვნელოვანი წილი ქართველებს დარჩებოდა. მაგ კომპანიას ჩემი ცხოვრების 10-11 წელიწადი შევალიე. რუსული კომპანია, ბიზნესის გარდა, კიდევ სხვა ღირებულებებს ხედავს ამ ქსელის ხელში ჩაგდებაში და ამიტომაც გადაიხადეს "მაგთიკომზე" გაცილებით მეტი.

მეორე საკითხია, რატომ არ გაიყიდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი? მსოფლიოში ეს ბიზნესი
ძირითადად სეგმენტურად არის დაყოფილი. როგორც ვიცი, "მაგთისაც" დიდად არ აინტერესებდა კაბელის შეძენა. იმ კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც მე შევქმენი, სადაც საბითუმო და საცალო სეგმენტი გაერთიანებული იყო, მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციაა. საცალო ოპერატორს ურჩევნია, საბითუმო მიმწოდებელი მისი კონკურენტი არ იყოს. მაგალითად, მქონდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, მაგრამ "ზარალა" (ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. - რედ.) "სილქნეტისთვის" უფრო ძვირ და უხარისხო ინტერნეტს ყიდულობდა თურქეთში "თურქტელეკომისგან", ჩემგან კი პრინციპულად არ ყიდულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პირობებს ვთავაზობდი.

საბითუმო ბაზარი ცოტა რისკიანი და სპეციფიკურია. არის მეორე ალბათობაც - შესაძლოა რუსულ კომპანიას ისედაც აქვს ყველანაირი წვდომა ამ ქსელთან. ფაქტია, რომ ქვეყანაში რუსეთზე მორგებული ოლიგარქიული კაპიტალიზმი ყალიბდება. "ზარალამ" ყაზახები რომ შემოიყვანა, მათი მთავარი
მოთხოვნა იყო, კონკურენტი "კავკასუსი" გზიდან ჩამოეცილებინათ და მაშინ დაიწყეს ჩემი კომპანიის დანგრევა. რუსი რომ შემოდის, პატარა რუსეთს იწყობს აქ, ყაზახი - პატარა ყაზახეთს და თურქი - პატარა თურქეთს. ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "კავკასუსი" ქართულ კომპანიას შეეძინა. რად უნდა ახლა ამას ჩემი ანალიზი, როცა რუსული კომპანიის წარმომადგენელი მოდის და გიყენებს სახლში სხვადასხვა აპარატურას, უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე მაშინ, როცა ამას ქართული კომპანია აკეთებს".
მასალის გამოყენების პირობები

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (8)
19.01.2016
kutaisi
ნეტაი შენ რა ქალბატონო ხო ქართველი რავა იკადრებს აბაა
19.01.2016
პალადინ
ახალი ქსელები ჯობია ყველას ქართულია ხარისხიანია და პატიოსანი
მსგავსი სიახლეები
2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ
რა არის საჭირო, პოლიტიკური პარტია რომ შექმნა?
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცეს.
2016 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებმა ახალი რეკორდი დააფიქსირა და 15,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოში სუპერმარკეტების ბაზარზე კონკურენცია დიდია - ადგილობრივი თუ უცხოური ქსელები მომხმარებლის მოზიდვას კომფორტული გარემოთი, მრავალფეროვანი არჩევანითა და მეტ-ნაკლებად დაბალი ფასებით ცდილობენ.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ონლაინთამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება. სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა კი თანდათან კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს.
კომპანია ”სილქნეტის” განცხადებით, ”სილქნეტის” სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეონეთმა“ ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას.
სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით ბეჭდური რეკლამა დავიწყებას მიეცა, თუმცა ეს უკანასკნელი მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.
რუსეთის სპეცსამსახურები გერმანიის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ აგრესიულ კიბერკამპანიას ატარებენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.06.2016
შვედურმა კომპანია Ikea-მ MALM-ის კარადების პარტიის გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
28.06.2016
"პაშა ბანკის" დაფინანსებით თბილისის ჰიპო ფონდმა და ინტელექტის და განათლების საერთაშორისო სკოლამ ISIE სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ერთდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩაატარა.
სრულად
28.06.2016
Porsche-ს ახალი 2016 წლის მოდელის - Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
სრულად
28.06.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის შეუდარებელი ბაღები შეგვხვდა.
სრულად
27.06.2016
ყველას გაუგია წითელი, თეთრი, ვარდისფერი ღვინო, თუმცა, ლურჯი ღვინო ინოვაციაა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.06.2016
28.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.3436
EUR
1
EUR
2.5377
2.5850
GBP
1
GBP
3.1443
3.1046
RUB
100
RUB
3.5037
3.6087