ზუგდიდში მოყვანილი კიტრი და პომიდორი ბაზარზე იმპორტირებულს უწევს კონკურენციას
ზუგდიდში მოყვანილი კიტრი და პომიდორი ბაზარზე იმპორტირებულს უწევს კონკურენციას
20 იანვარი / 2016
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში 2200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ზაზა გვათუამ სასათბურე სისტემა გამართა.
გვათუას მეურნეობაში მოყვანილი კიტრი და პომიდორი ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქტს. ახლო მომავალში ინდმეწარმე რუსეთის, შემდეგ კი ევროპის ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავს.
სათბურების გამართულ მუშაობას ხელსაყრელი პირობებიც განაპირობებს. ბუნებრივ ცხელ წყალს, რომელიც წლების მანძილზე მდინარეში ჩაედინებოდა, ზაზა გვათუა საკუთარი მეურნეობისათვის იყენებს. უკვე მეორე სეზონია, რაც სათბურს ამუშავებს, გასულ წელს 35 ტონა მოსავალი აიღო, წელს კი 50-60 ტონის აღებას ვარაუდობს. პროდუქციის რეალიზებას არ უჩივის, თუმცა მიაჩნია, რომ თანდათან იმპორტირებულის ქართულით ჩანაცვლება უნდა მოხერხდეს.
სათბურში მუდმივად 5 ადამიანი მუშაობს, პერიოდულად, ინტენსიური კრეფის დროს კი 10-12 ადამიანი საქმდება.
ინდმეწარმემ 60 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, მთლიანობაში სასათბურე სისტემის გამართვისათვის კი 120 ათას დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა.

ქრისტინე გამთენაძე


კომენტარები (5)
24.06.2016
დათო
გენმოდიფიცირებული როა ამაზე რას იტყვით ბატონო ზაზა ?
21.01.2016
ქაქუცა
მალადეც გრუზინ :)) აი ასე ყველამ რომ ასე იმუშაოს აყვავდება ქვეყანა
მსგავსი სიახლეები
ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ იმპორტიორებს თავგზა აუბნია.
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 102,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 15,4 ათასი ტონით აღემატება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად, ნავთობის ფასმა ზრდა დააფიქსირა.
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Daimler, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირველი მსუბუქი ავტომობილის მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს.
„არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს“
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მატულობს.
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
პოლონეთის ხელისუფლება რუსულ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა.
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.06.2016
ყაზახური ავიაკომპანია Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე განახორციელებს.
სრულად
24.06.2016
კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.
სრულად
24.06.2016
საქართველოს ბაზარზე მალე ეროვნული წარწერებით გაფორმებული აქსესუარები გამოჩნდება.
სრულად
24.06.2016
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
24.06.2016
გავრცელებული ინფორმაციით, ”ბიჯეო ჯგუფმა” (BGEO Group), რომელიც თავის მხრივ „საქართველოს ბანკის“ აქციონერია, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” საკუთარი 25%-იანი წილი 75%-მდე გაზარდა, რაშიც 287 მილიონი ლარი გადაიხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.06.2016
26.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.2941
EUR
1
EUR
2.5377
2.5377
GBP
1
GBP
3.1443
3.1443
RUB
100
RUB
3.5037
3.5037