ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
20 იანვარი / 2016
კომპანია "ნერგეტამ" გერმანიაში ქართული კივის გაყიდვების მეორე სეზონი დაიწყო.
ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ნერგეტადან” აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ქართული კივი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Lidl-ის სუპერმარკეტებში ისევ  გაიყიდება. ქართული კივის გაყიდვების არეალი გერმანიაში წელს უფრო გაფართოვდა და მოიცავს ბავარიის, ბადენ-ვიურტემბერგისა და ნორდ-რაინ ვესტფალიის მხარეებს. "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია მიუნხენის, შტუტგარტის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ასევე ახლო მდებარე ქალაქებში მდებარე Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში.

„ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვაგრძელებთ შარშან დაწყებულ ევროპულ მარკეტინგს. მთავარია შევინარჩუნოთ თანამიმდევრული მომარაგება და ყოველ მომდევნო წელს გავზარდოთ ჩვენი კივის რაოდენობა ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნავს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კოტე ვეკუა.

მისივე თქმით, ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ პროდუქცია უამრავ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
„ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს ნებისმიერ პროდუქტზე და აუცილებელია ერთდროულად გემრიელი, მწიფე და ვიზუალური დეფექტების არმქონე ხილის შეთავაზება, რომელიც ასევე უნდა იყოს მისაღებ ფასში. ამის გარდა, თვითონ სუპერმარკეტი მკაცრად აკონტროლებს პროდუქტის უვნებლობას, მოითხოვს საკუთარი ლოჯისტიკურ კალენდარზე ჰარმონიულად მორგებას. ჩვენ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებთ და გვაქვს ასევე კონკურენციისთვის საჭირო ერთი უპირატესობა: ისევე, როგორც შარშან, წელსაც ჩვენი კივის შაქრიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ევროპული კივის შაქრიანობის მაჩვენებელი”, - ამბობს კოტე ვეკუა.

კომპანიის ინფორმაციით, ისევე როგორც შარშან, Lidl-ის სუპერმარკეტებში "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია კომპანიის ლოგოიანი ეტიკეტით, პროდუქცია განთავსებულია ნერგეტას საკუთარი დიზაინის შეფუთვით და იყიდება ცალობით. "ნერგეტას" მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია "ნერგეტას" კომპანიის საკუთარ პლანტაციაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. შარშან თუ კივის დახარისხებას კომპანიის თანამშრომლები ხელით ახდენდნენ, წელს "ნერგეტამ" შეღავათიანი აგრარული სესხის დახმარებით თანამედროვე ევროპული ხილის ავტომატური სორტირების ხაზი შეიძინა და ახალი შესაფუთი საწყობი ააშენა. ამის გარდა, დანერგა დაფასოებისა და შესაფუთი ოპერაციებისთვის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შექმნილი ევროპული სტანდარტი IFS 6.
”ნერგეტამ მაქსიმალურად გამოიყენა როგორც თავად კივი, ასევე შესაფუთი მასალა, როგორც საქართველოს რეკლამირების მედია. კივიზე ლოგოიან სტიკერზე აწერია
Georgia, ხოლო მუყაოს ყუთის გარე მხარეზე დატანილია საქართველოს, მისი ბუნებისა და კლიმატის გასაცნობი ნახატი. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე. წელს "ნერგეტას" კივის ათიათასამდე გერმანელი მომხმარებელი წაიღებს თავის სახლში, რაც ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით ახალი მომენტი და შეხების წერტილი გაჩნდება მათსა და საქართველოს შორის”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია "ნერგეტა"  2009 წელს დაარსდა. მას სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა აქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიის მიზანი გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავალფეროვნება, საქართველოს, როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაციაა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მდებარე სუპერმარკეტებს აქვთ მარკეტინგული ხრიკები, როგორც აცუდნონ მომხმარებელი და აყიდინონ ნივთი, რომლის ყიდვაც დაგეგმილი არ ჰქონდა.
სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ძირითადი წყარო და ლარის სტაბილურობის განმაპირობებელი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ქართული დაფნა ექსპორტზე გერმანიაში მიმდინარე წლის ნოემბერში გავა.
„მომავალში რა მოხდება, ჩვენც არ ვიცით“ - აცხადებენ დისტრიბუტორები
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდებოდა, როცა ლარის კურსის გაუფასურებას გიორგი ქადაგიძეს აბრალებდა.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ირანი დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომელიც საქართველოში ირანული გაზის ექსპორტს ითვალისწინებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოდან ექსპორტის კლებასა და ზრდას ეხმაურება.
სამკურნალო საშუალებების იმპორტმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი თავდაყირა დააყენა.
2016 წლის იანვარ-ივნისში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს წარმოადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3809 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.07.2016
დაიწყო საქართველოს ფისტის ასოციაციის ახალი პროექტი - ,,ფისტა ჩვენს ოჯახში.”
სრულად
25.07.2016
სტატისტიკას თუ ვენდობით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 2015 წელს 12%-ს შეადგენდა.
სრულად
24.07.2016
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მდებარე სუპერმარკეტებს აქვთ მარკეტინგული ხრიკები, როგორც აცუდნონ მომხმარებელი და აყიდინონ ნივთი, რომლის ყიდვაც დაგეგმილი არ ჰქონდა.
სრულად
23.07.2016
იაპონიაში უკანასკნელ ვიდეომაგნიტოფონს ვიეიჩესის ფორმატით მიმდინარე თვის ბოლომდე გამოუშვებენ.
სრულად
23.07.2016
60 წლის გენადი ასათიანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში სასათბურე სისტემა აქვს გამართული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.07.2016
25.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.5864
2.5864
GBP
1
GBP
3.0776
3.0776
RUB
100
RUB
3.6425
3.6425