ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
21 იანვარი / 2016
მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მანათის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონიდან ნაკლებ მოგებას ელიან.
გუდაურში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია.
"ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. მინიმალური ფასები დავადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი. მისი თქმით, დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.
გუდაურში მდებარე სასტუმროს მფლობელი "ბიზნესპრესნიუსთან" წყალმომარაგების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს გუდაურში წყლის სერიოზული დეფიციტია.
"ეს საკითხი მთელ გუდაურს ერთნაირად აწუხებს, წლებია აქ ვცხოვრობ და მსგავსი რამ მე არ მახსოვს. სასტუმროს მეპატრონეები წყლის რეზერვუარებით ვსარგებლობთ, თუმცა წყალი ისეთი დაბალი წნევით მოგვეწოდება, რომ ზოგჯერ მის გავსებასაც ვერ ვასწრებთ", - აცხადებს ქალბატონი.
წინა წლებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია გუდაურში მდებარე სასტუმრო "ედელვაისშიც". მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასი გასულ წელთან შედარებით შეამცირეს, თუმცა დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო.
აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ,,ვერე პალასის“ მენეჯერიც. მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორების დიდ ნაწილს ყოველწლიურად აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. დამსვენებლების ნაკლებობის გამო, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასი ,,ვერე პალასი ბაკურიანმაც“ შეამცირა.
აზერბაიჯანიდან მიღებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობს დათო ჭახუნაშვილიც. ბაკურიანში მდებარე სასტუმროს ადმინისტრატორის თქმით, სეზონი ახალი წლის დღეებში ნორმალური იყო, თუმცა თანდათან ტურისტების ნაკლებობა თვალშისაცემი ხდება.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს გუდაურში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და აცხადებს, რომ ეს საკითხი გაზაფხულიდან მოგვარდება.
"ეს პრობლემა ნამდვილად არის და გუდაურის წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზაფხულზე დაიწყებს. 2016 წლიდან გუდაურში დაგეგმილია ახალი სასტუმროების, აპარტ-ოტელების და ბრენდული სასტუმრო ,,რედისონის“ მშენებლობა. ამ დამატებით ზეწოლას კი გუდაურის წყალი ნამდვილად ვერ გაუძლებს. შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები არ გადაიდება", - აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალი წლის დღეებში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს ძალიან ბევრი ვიზიტორი ეწვია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შედარებით შემცირდა.
"გასულ შაბათ-კვირას არ იყო იმდენი სტუმარი, რამდენსაც ველოდებოდით, რაზეც გარკვეული გავლენა ბოლო დროინდელმა ფაქტებმა მოახდინეს", - აცხადებს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონი წარმატებით ჩაივლის და ვიზიტორების რიცხვი კვლავ მოიმატებს.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (8)
22.01.2016
ვადა ტყალტკნაურაშვილი
მე-ს. რომელ ქალაქში ცხოვრობ? გვაცნობე სად ცხოვრობ და აუცილებლად მოგიგვარებთ ამ საკითხს.
22.01.2016
ლაშა
ქართველებს გვჭირს გაუმაძღრობა. ბიზნესის კეთების აზრზე რომ არ არიან. ბაკურიანი იქნება ანაკლია2. ისეთი ფასები დაადეს სასტუმროებმა, რომ ბევრად უკეთეს კურორტებზე წავიდოდა დამსვენებელი. პირადად მე მინდოდა ერთი კვირით დასვენება, მაგრამ ისეთი შოკური ფასები იყო, რომ საშუალოზე ბევრად მეტი შემოსავლის მიუხედავად თავი შევიკავე. და აწი საერთოდ 1-2 წელი არ დავინტერესდები ბაკურიანით. ანალოგიურად მოიქცევა უამრავი პოტენციური კლიენტი. აწი კლიენტების დაბრუნებას და გაფუჭებული იმიჯის გამოსწორებას დაჭირდება დიდი დროოოოოოო..არაფერს ვამბობ რომ ინფრასტქუქტურა არ შეესაბამება ელემენტარულ მოთხოვნებს...
მსგავსი სიახლეები
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა.
მსოფლიოში 5 000 სასტუმროს მფლობელი ბრენდი საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ააშენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
Golden Tulip-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Golden Tulip Borjomi გახსნა.
განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს.
უმსხვილესი ამერიკული საკონსულტაციო კომპანია AECOM, რომელიც მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე რეალიზდება, საქართველოში საქმიანობას აფართოებს.
ჩვენ როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მოწყობა და სწორი სივრცითი განვითარება
ხვალ, 22 სექტემბერს თბილისში მარკეტინგის ფორუმი - 2016 გაიმართება.
ზღვის დონიდან 2360 მეტრზე, ყაზბეგის რაიონ სოფელ ჯუთაში ,,მეხუთე სეზონი“ უკვე ორი წელია ექსტრემალ ტურისტებს მასპინძლობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.10.2016
2017 წლის მეორე ნახევრიდან „ქართული სოკო“ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.
სრულად
30.09.2016
პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით გრძელდება საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ორგანიზებული „ბიზნეს კაფეს“ შეხვედრები.
სრულად
30.09.2016
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა გაიხსნა.
სრულად
30.09.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და კანადურ საინვესტიციო “გაზელ ფონდს” (Gazelle Fund) შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
სრულად
30.09.2016
ლელა შაბურიშვილსა და სალომე ლომიძეს თითქმის ერთი წელია საკუთარი ბიზნესი აქვთ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.10.2016
02.10.2016
USD
1
USD
2.3297
2.3297
EUR
1
EUR
2.6037
2.6037
GBP
1
GBP
3.0226
3.0226
RUB
100
RUB
3.6790
3.6790