ანზორ ქოქოლაძე - წვრილი, მსხვილი, საშუალო მეწარმე - ყველა ტიპის ბიზნესმენი იჯდა იმ დროს ციხეში

"ტექნო ბუმის" დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის ინფორმაციით, მისი პატიმრობის დროს 15 ათასმა კაცმა მაინც გაიარა გლდანის ციხეში პატიმრობა.

ანზორ ქოქოლაძემ ამის შესახებ ”PALITRANEWS”-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” ისაუბრა. მისივე თქმით, იმ პერიოდში ციხეში ბიზნესფორუმის მოწყობაც კი შეიძლებოდა, რადგან ციხეში ბიზნესმენი უფრო მეტი იჯდა, ვიდრე სხვა, კრიმინალური მუხლით გასამართლებული პატიმარი.

”წვრილი, მსხვილი, საშუალო მეწარმე - ყველა ტიპის ბიზნესმენი იჯდა იმ დროს ამ ციხეში. მე გლდანის ციხეში მომიწია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოფნამ, მკაცრი რეჟიმი და ჩაკეტილი სისტემა იყო იქ. ძალიან ბევრი ბიზნესმენი იყო. იმ პერიოდში, დაახლოებით, 15 ათასმა კაცმა მაინც გაიარა ამ ციხეში”, - აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ.

გადაცემის სრულ ჩანაწერს ხვალ, 30 იანვარს PALITRANEWS-ზე 20:10 წუთზე იხილავთ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე