მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეული გარდაიცვალა

მსოფლიოში საუკეთესო რესტორნის შეფ-მზარეული ბენუა ვიოლიე გარდაიცვალა. იგი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. პოლიციის ცნობით, მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ეროვნებით ფრანგი ბენუა ვიოლიე შვეიცარიის ქალაქ ლოზანასთან ახლოს მდებარე რესტორნის l'Hotel de Ville in Crissier-ის შეფ-მზარეული იყო. აღნიშნულ რესტორანს „მიშლენის“ სამი ვარსკვლავი აქვს და მსოფლიოში საუკეთესო რესტორნადაა დასახელებული. როგორც შვეიცარიული მედია წერს, ვიოლიე დღეს პარიზში ახალი „მიშლენის გიდის“ პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა. „მიშლენის გიდი“ ევროპული საუკეთესო რესტორნების და სასტუმროების გიდს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად უშვებენ.