საქართველოში პირველი სამედიცინო ველნეს კურორტი ”ბიოლი” გაიხსნა
4 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
კოჯრის სარეკრეაციო ზონაში სამედიცინო ველნეს კურორტი “ბიოლი” გაიხსნა, რომელიც შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ ეკუთვნის.
როგორც „მედგრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა თეა გადრანმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტს სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ექიმი თამაზ მჭედლიძე ახორციელებს.
„პროექტის ავტორი გახლავთ თამაზ მჭედლიძე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ექიმი გახლავთ. ამ ადამიანმა თავის დროზე დააარსა კლინიკების ქსელი, რომელიც მოიცავს ესთეტიკურ მედიცინას, პლასტიკურ ქირურგიას, სტომატოლოგიას და საოჯახო მედიცინას, ასევე, უმაღლესი განათლების შემდგომ გადასამაზადებელ კურსებს. 2007 წლიდან ბატონმა თამაზმა საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა დაიწყო სამედიცინო კურორტის გახსნის მიზნით.
საბოლოო ჯამში, შეირჩა კოჯორი”, - აღნიშნა თეა გადრანმა.
მისივე ინფორმაციით, შპს ”მედგრუპ ჯორჯია” 2007 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი დამფუძნებელი, ასევე 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ მჭედლიძეა.
”პროექტი გრძელდება. ჩვენ 5 წელი გვაქვს გათვლილი საბოლოო შედეგის მისაღწევად. ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით 30 მილიონი დოლარი იქნება”, - განაცხადა შპს ”მედგრუპის” დირექტორმა.
კომპანიის ინფორმაციით, სამედიცინო ველნეს კურორტის, ”ბიოლის” იდეოლოგია და კონცეფცია დაფუძნებულია ადამიანის არა ფსიქოლოგიურ კომფორტზე და სიამოვნებაზე, არამედ სამედიცინო მეცნიერულ თეორიებზე აგებულ, კონტროლირებად და გაზომვად გაჯანსაღების პროცესზე.
”ბიოლში“ სიცოცხლის ერთეულის, ანუ უჯრედის დონეზე ხდება ორგანიზმის ფუნციონირების ეფექტურობის დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების საფუძველზე ინიშნება ინდივიდზე მორგებული კონკრეტული ველნეს პროგრამა, რაც მოიცავს როგორც ფუნქციონალურ კვებას სამკურნალო მცენარეების დანამატებით, ასევე ანტისტრესულ ფიზიკურ აქტივობებს, სათანადო სპათერაპიებს და ინდივიდუალურად ორგანიზმზე მორგებულ სხვადასხვა პროცედურებს.

იხილეთ ასევე


თამარ კორკოტაშვილი
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს
უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ
გავლენიანი გამოცემა „ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი კლანების სიაში პირველად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიძის ოჯახი მოხვდა.
თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს
კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყების საკითხზე მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას ავრცელებს
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი ბელგიური კომპანია ”გილიანი” საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა.
47 წლის ქართველი მილიარდერი, ბიზნესმენი მინდია გულუას რუსეთის ქალაქ კრასნოდარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა.
რუსულმა კომპანიამ „ინდექს ტაქსი“ თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი ჩაუშვა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა „ფორბსი“ აქვეყნებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.08.2016
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია.
სრულად
26.08.2016
მატერიალური რესურსების, საწყისი კაპიტალის გარეშე დაწყებული ბიზნესი და უამრავი უცხოელისთვის საქართველოს შესახებ მიწოდებული მრვალფეროვანი ინფორმაცია
სრულად
26.08.2016
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
სრულად
25.08.2016
შპს “რუსთველი ფროფერთი”, Hyatt Regency Tbilisi-სთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეს.
სრულად
25.08.2016
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.08.2016
28.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2856
EUR
1
EUR
2.5802
2.5802
GBP
1
GBP
3.0147
3.0147
RUB
100
RUB
3.5265
3.5265