"მაკდონალდსი" ბავშვებს სათამაშოების ნაცვლად, წიგნებს დაურიგებს

"მაკდონალდსი" საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აქციას იწყებს.

აქციის ფარგლებში, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ბავშვებისთვის განკუთვნილ „ჰეფი მილში“ სათამაშოების ნაცვლად, პატარებს ილუსტრირებულ წიგნებს დაურიგებს.

„მაკდონალდსი“ პატარებს 4 წიგნს შესთავაზებს, აქედან 3 თემატურად ვალენტინობის დღეს უკავშირდება. აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

„მაკდონალდსი“ მსგავს აქციას უკვე მესამედ ატარებს. საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია 50 მილიონი წიგნის დარიგება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე