აშშ-ში ჰიჯაბში შემოსილი ბარბი გაიყიდება

გაზაფხულიდან აშშ-ში ტრადიციულ მუსლიმურ ტანისამოსში გამოწყობილი „ბარბის“ თოჯინა გაიყიდება.

ჰიჯაბში შემოსილი ბარბის შემქმნელი 24 წლის ახალგაზრდა ნიგერიელი გოგონა ჰინიფა ადამია, რომელმაც უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო. ჰანიფას თქმით, მისი მიზანი მუსლიმი გოგონების შთაგონებაა.

„ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თოჯინას ჩემსავით ეცვას“, - აცხადებს ჰანიფა ადამი.

ნიგერიელი გოგონა თოჯინისთვის სხვადასხვა სახის ტანისამოსს თავად ქმნის, შემდეგ ფოტოსურათებს უღებს და ინსტაგრამში აქვეყნებს.

ინსტაგრამში მუსლიმი „ბარბის“ გვერდს  უკვე 19 400 მიმდევარი ჰყავს.