სამეგრელოში თხილის კიდევ ერთი  საწარმო გაიხსნა

შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის მეშვეობით სამეგრელოში კიდევ ერთი თხილის საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს.

მინისტრის განმარტებით, საწარმო დამტვრეული, დაკალიბრებული, გამშრალი თხილის წარმოებას უზრუნველყოფს და მასში 50 ადამიანია დასაქმებული.

"უკვე გვაქვს 147 ახალი საწარმო, ეს არის ერთ-ერთი ახალი საწარმო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სამეგრელოში და ზოგადად, დასავლეთ საქართველოში. ეს არის თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც ჯამში ნახევარ მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა და 50-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

"ნათინვესტში" სულ 430 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 172 ათასი დოლარი გრანტია, 215 ათასი დოლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო წლიურად 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე