ყველაზე სახიფათო და პოპულარული პროდუქტები
ყველაზე სახიფათო და პოპულარული პროდუქტები
11 თებერვალი / 2016
„რაც გემრიელია, თითქმის ყოველთვის მავნებელია“ - გვირჩევენ დიეტოლოგები, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი მარტო ზედმეტი წონის მიზეზი კი არ ხდება, ადამიანის ჯანმრთელობასაც აზიანებს. დღეს საკვები პროდუქტების წარმოებაში უხვად იყენებენ ისეთ დანამატებს, როგორიცაა კონსერვანტები, შაქრის შემცველები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ფერის მიმცემი თუ სხვა ქიმიური ნივთიერებები. ზოგიერთი მათგანის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე სათანადოდ არც არის შესწავლილი, თუმცა მათი დიდი ნაწილი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“ ხშირად იკვლევენ ქართულ ბაზარზე არსებულ სასურსათო პროდუქციას. როგორც ამ ორგანიზაციის ექსპერტმა, პროფესორმა ეთერ სარჯველაძემ გვითხრა, ამ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელშიც ყველაზე ხშირად პოულობენ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს. ეს პროდუქტები არასწორი დამზადებისა და შენახვის პირობების დარღვევის გამო უკიდურესად მავნებელი ხდება. გთავაზობთ სურსათის ექსპერტის მიერ დასახელებული ყველაზე სახიფათო პროდუქტების ჩამონათვალს:
შებოლილი ძეხვი, ხორცი და თევზი - ეს პროდუქცია საქართველოში ძალიან პოპულარულია. ცოტამ თუ იცის, რომ შებოლვის დროს ხორცპროდუქტებში მიკრობების გამრავლების რისკი ძალიან მაღალია, თანაც, შებოლვა ხშირად კარცენოგენის წარმოქმნის მიზეზიც ხდება. ამგვარი პროდუქტის მცირე რაოდენობით მიღებამ შეიძლება ადამიანს არ ავნოს, მაგრამ მისი ხშირი მიღება სასარგებლო ნამდვილად არ არის. შებოლილ პროდუქტებს ფერის მისაღებად ნიტრიტებსაც უმატებენ, რომლებიც საშინელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სისხლის ფორმულაზე. თუ შებოლილი ხორცი შეუფერებელ პირობებში ინახება, რისკი კიდევ უფრო მატულობს, მაგრამ არასწორი შებოლვაც საკმარისია ბაქტერიების განვითარებისთვის. კვამლი თვითონაც გამოყოფს კარცენოგენურ ნივთიერებებს, ამიტომ შებოლილი პროდუქტის სისტემატური მიღება რეკომენდებული არ არის.

ჰოთ-დოგები და ჰამბურგერები - მათში დიდი რაოდენობით არის ტრანსცხიმები და სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზე მავნებელია. თანაც, მათი დამზადების პროცესში მეწარმეები ხშირად უშვებენ შეცდომებს. პური, რომელშიც ჰოთ-დოგის, ან ჰამბურგერის შიგთავსს დებენ, საუკეთესო არეა მიკრობების განვითარებისათვის, სასურველია ჰოთ-დოგი, ჩიზბურგერი თუ ჰამბურგერი ახალი დამზადებული იყოს, მაგრამ ადამიანი ვიზუალურად ვერასოდეს ატყობს, წინა დღეს არის დამზადებული, თუ ახალია. ისედაც, სწრაფი კვების პროდუქტების სისტემატური მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, აშშ-ში სწრაფი კვების ობიექტებზე კონტროლი საგრძნობლად გაამკაცრეს.
კარტოფილის ფრი და ჩიფსები - ეს სასუსნავი ყველას უყვარს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
განსაკუთრებით, მოზარდებს. ბევრმა არ იცის, რომ ეს ძალზე სარისკო პროდუქტია, რადგან მის შესაწვავად მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმს იყენებენ. ოჯახშიც კი, ერთხელ რომ შეწვავთ კარტოფილს, ან სხვა რამეს, მერე ამ ცხიმში სხვა კერძის მომზადება აღარ შეიძლება, რადგან იქ უკვე მოხვდა ორგანული ნივთიერება, რომელიც მეორედ შეწვის დროს კარცენოგენად გარდაიქმნება. არც ის არის გამორიცხული, რომ დაფასოებული კარტოფილის ფრი და ჩიფსები მოძველებული იყოს.
შაურმა - ძალზე სახიფათო პროდუქტია, რომელიც შეიძლება კოლიბაქტერიების წყარო გახდეს. ამიტომ, შაურმით მოწამვლის შემთხვევები არცთუ იშვიათია. შაურმა არათანაბრად იწვება ღია სივრცეში, ზოგჯერ - ქუჩაში, თანაც, მისი დამზადების წესსაც ვერ იცავენ: შაურმა განუწყვეტლივ უნდა მოძრაობდეს, თანაბარ ტემპერატურაზე უნდა მზადდებოდეს და ხორციც ახალი უნდა იყოს. მეწარმეები ამ ნორმებს ხშირად არღვევდნენ და დღესაც არღვევენ, მართალია, ბოლო ხანებში კონტროლი გამკაცრდა, მაგრამ საშაურმეებში დარღევევები მაინც არის.
მარგარინი - მარგარინის დიდი რაოდენობით გამოყენება დაუშვებელია: ეს არის მცენარეული ცხიმი, რომელმაც ჰიდროგენიზაცია განიცადა. ჰიდროგენიზებულ ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ძალიან ცუდად ითვისებს. ეს ცხიმები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ერთხელ, ან ორჯერ გადახარშოს, მაგრამ მარგარინის ხშირი მიღება სასურველი ნამდვილად არ არის. მარგარინს ხშირად მიირთმევენ მარხვაში, რადგან ეს მცენარეული ცხიმია. ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან უკვე დამტკიცდა, რომ მარგარინის სისტემატური მიღება არ შეიძლება.
ენერგეტიკული და გაზიანი სასმელები - ხშირად ენერგეტიკული სასმელები მავნე ნივთიერებებს შეიცავს, მაგალითად, ტაურინს, რომელიც ორგანიზმს ჯერ ენერგიას ჰმატებს, მაგრამ საბოლოოდ, აცლის. ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულ სასმელს სვამს, თავიდან ფიქრობს, რომ ენერგია მოემატა, თუმცა ის გარედან კი არ იღებს ამ ენერგიას, არამედ საკუთარი ორგანიზმის ხარჯზე. რატომ არის, რომ სპორტსმენებს სტიმულატორებს უკრძალავენ? - იმიტომ, რომ ეს მათ ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. არანაკლებ საზიანოა ხალხში ძალიან პოპულარული გაზიანი სასმელები: ალბათ თქვენც დაფიქრებულხართ - რამდენი ტონა ნატურალური მცენარეული სასმელი უნდა დამზადდეს, რომ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდეს და ყველა ქვეყანაში გაიყიდოს? ამიტომ, ხშირად ეს სინთეტიკური ნივთიერებების ნაკრებია და არა - მცენარეული სასმელი. ამ სასმელებში შერეული საღებავები, კონსერვანტები და სხვა ქიმიური ნივთიერებები სულაც არ არის საუკეთესო საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის.
ხორცის ნახევარფაბრიკატები - ესეც საკმაოდ სახიფათო და სარისკო საკვებია, განსაკუთრებით, ფარშირებული ნახევარფაბრიკატები, პელმენები, კატლეტები და ა.შ... წესით, ამგვარი საკვები 0-დან მინუს 4 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. დავუშვათ, ეს ნორმა დაირღვა, აღნიშნულ პროდუქტებში ისეთი ცვლილებები იწყება, რომელიც სასიკეთოს არაფერს გამოიწვევს. მათი კვლევისას, სპეციალისტებს თევზის ფილეშიც უნახავთ კოლიბაქტერიები, დაფასოებულ ფარშშიც და ხინკალშიც... დავუშვათ, ხორცი კარგად მოვხარშეთ და ამის გამო არ მოვიწამლეთ, საბოლოოდ მაინც კოლიბაქტერიების დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტს ვიღებთ, რაც სულაც არ არის სასარგებლო. ამიტომ, ყოველთვის უნდა დააკვირდეთ სად, რა პირობებში ყიდულობთ საკვებს. ყველაზე საუკეთესო გზაა ხშირად მიიღოთ ნატურალური საკვები და მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (5)
12.02.2016
თამარი
უმოდძრაობა აავადებსს ადამიანსს ყველაზე მეტად. ზეტის გამომხდელმა ქარხნებმა კი ჯიბე გაისქელესს და რას გვაწვდიან ვინ იცის? ერბო ,კარაკი ,ღორის ქონი სასარგებლოა უბრალოდ მიიღეტ ზომიერად და იმოდზრავეტ . პიზიკური დატვირტვისს სამუშაოები არავის მოსწონსს არა და ყველაზე ჯანმტელი პიზიკური დატვირტვიტ არის ადამიანი. კაცებმა იმხელა ღიპები დაიდესს ცხრა ტვისს პეხმდიმეზე პეხ მძიმედ არიან . სიმსუქნესს კი კარგი არაპერ მოაქვსს . 80 იან წლებში ბყურგერები არ გვქონდა მაგრამ პურსს იმ ზომამდე ჯამდა ხალხი ყოველი მესამე მსუკქანი იყო . ამერიკელებსს ეს სიმსუქნის პრობლემა მხოლოდ ბურგერების გამო არ აქვტ . გარეუბნებში მანხეტენი არ მაქვსს მხედველობაში, გარეტ პეხიტ მოსიარულეს დზაან იშვიატად ტუ ნახავტ ვინმეს . პიზიკურ სამუშაოზე მექსიკელები და სამხრეტ მაერიკელებბი ყავტ დაქირავებული . საქარტველოში ამდენი ავადმყოპი ხალხი კი ბურგერების ბრალი არ არისს Xალხისს ორგანიზმი გამოპიტულიაა . წალლების და ექიმების სიდზვირის გამო გასასინჯად აგარ მიდიან და ავადმყოპობა ურტულდებატ. პიზიკური დატვირტვა უებარი წამალია შრომამ შექმნა ადამიანიოო პიზიკური შრომა იყო ნაგულისხმვი .
11.02.2016
გიო
ფაქტია, რომ ქვეყანა დაავადებულია: ამდენი ავადმყოფი საქართველოში ოდესმე გვყოლია? !
მსგავსი სიახლეები
თხილის ფასი 3 ლარამდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.
კომპანია MasterCard-მა და სააქციო საზოგადოებამ ”ხალიკ ბანკი საქართველო“ დღეს, საქართველოში პირველი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე Watch2pay საათის ერთობლივი პროექტის რეალიზების შესახებ განაცხადეს.
2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა.
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.
ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ,
გასულ კვირას ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,241 ლარი გახდა.
ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ იმპორტიორებს თავგზა აუბნია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.06.2016
მომდევნო 12 წლის განმავლობაში კომპანია Google-ს ელექტროენერგიით ნორვეგული კომპანია Norsk Vind Energi მოამარაგებს.
სრულად
30.06.2016
ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა.
სრულად
30.06.2016
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი”, რომელიც „ნაბეღლავს” და „ბახმაროს” აწარმოებს, 2016 წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე სტაბილური ზრდის შენარჩუნებას გეგმავს.
სრულად
29.06.2016
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფიჭური კავშირგაბმულობის ბრიტანულმა კომპანია Vodafone-მა, შესაძლოა, თავისი შტაბბინა გაერთიანებული სამეფოდან გადაიტანოს.
სრულად
29.06.2016
სასამართლო ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.07.2016
02.07.2016
USD
1
USD
2.3200
2.3093
EUR
1
EUR
2.5861
2.5661
GBP
1
GBP
3.1232
3.0737
RUB
100
RUB
3.6156
3.5989