მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები
19 თებერვალი / 2016
ფაქტია, რომ ვისკის გემო და ხარისხი მისი სიძველით ყალიბდება და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ვისკის საუკეთესო სასმელად აღიარებენ. გარდა იმისა, რომ მისგან მეორე დღეს ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყო „ნაბახუსევი“, ვისკი ამავე დროს მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე „ჯანსაღ“ ალკოჰოლად. როგორც ვისკის მოყვარულები იტყვიან, არ არსებობს ცუდი ვისკი. არსებობს მხოლოდ ზოგიერთი ვისკი, რომელიც სხვებივით კარგი ვერ არის.
ათეულში მოხვდა სამი ამერიკული, სამი შოტლანდიური, 1 იაპონური 1 ირლანდიური და 2 კანადური წარმომავლობის ვისკი, რომლებსაც ამჟამად ბრიტანული და ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკების ტოპ ათეულს.
10. Black Velvet -ყველაზე „შავი“ და ყველაზე ახალგაზრდა ვისკი. Black Velvet 1991 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ვანილის, ქოქოსისა და კარამელის განუმეორებელი არომატის გამო. Black Velvet-ის სამშობლო კანადაა.
9. Jameson - მსოფლიო მასშტბით ცნობილი ირლანდიური ვისკია, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა იმის გამო, რომ არის სამჯერნახადი. Jameson-ს მარმელადისა და ჯანჯაფილის გემო დაჰკრავს. ვისკის მწერალმა ჯიმ მიურეიმ მას 95 ქულა მიანიჭა.
8. Crown Royal - ნამდვილი კანადური ვისკია, რომელსაც ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია Diageo აწარმოებს. ამ ვისკის პირველი ბოთლი 1939 წელს მეფე ჯორჯ VI-ის კანადაში ვიზიტის აღსანიშნავად ჩამოასხეს.
7. Jim Beam - 200 წლოვანი ისტორიის მქონე ამერიკული სასმელია, რომელიც კენტუკიდან იღებს სათავეს. მას ახასიათებს შესანიშნავი სურნელი ვანილის წყალობით.
6. Canadian Club - მიუხედავად სახელწოდებისა და კანადური წარმომავლობისა, „კანადიან ქლაბს“ ამჟამად ამერიკული კომპანია აწარმოებს. ეს ვისკი მიჩნეულია ყველაზე ეგზოტიკურ ვისკად, რომელსაც ბალახისა და მუხის სურნელი დაჰკრავს.
5. Ballantine’s - რამდენიმე ალკოჰოლისგან მიღებული შესანიშნავი შოტლანდიური ვისკია, რომელიც გაყიდვებით ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, მისი განუმეორებელი გემოდან გამომდინარე.
4. Suntory - ნამდვილი „სამურაია“ იაპონიიდან. 1923 წელს ოსაკაში დაარსებული კომპანია
You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეისათვის ყველაზე ძველ და წარმატებულ ალკოჰოლურ კომპანიად ითვლება სამშობლოში.
3. Chivas Regal - ძმებ ჩივასების მიერ 1801 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც შუაგული შოტლანდიიდან არის და გამორჩეულია მისი განსაკუთრებული სურნელით და არომატით. ასე რომ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ მისი გემო, ჩათვალეთ, ყველაფერი წინ გაქვთ.
2. Johnnie Walker - ვისკებს შორის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, რომელიც არსებობის 200 წელს ითვლის. ის საუკეთესო შოტლანდიურ სასმელად მიიჩნევა. ბაზარზე მისი არაერთი ვარიანტია წარმოდგენილი, როგორებიცაა Johnnie Walker Black, Johnnie Walker Blue და სხვები.
1. Jack Daniel’s - ზოგიერთი მას „ღვთიურ ნექტარს“ უწოდებს. ეს ვისკი თითქმის 140 წლისაა და ძირითადად სელებრითების საყვარელ სასმელად მიიჩნევენ. ბევრ ცნობილ ჰოლივუდელს „მასთან ერთად“ არაერთი ფოტო გადაუღია. არც არის გასაკვირი - Jack Daniel’s ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ნამდვილი ტენესური ვისკია.

კოკა კვირკველია

კომენტარები (1)
19.02.2016
შაკო
გლენმორანჯი, რედ ლეიბელ, გლენფიდიჩი, დიუარსი, ბუშმილსი, ლაფროუეიგი და კიდევ ბევრი მაგარი ვისკი აკლია სიას
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სტენდი იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2016“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა.
ლუქსემბურგში გადასახადების გადაუხდელობის გამო, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ შესაძლოა, 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს.
სოციალური მეწარმეობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო ფართოვდება.
სატელევიზიო, ინტერნეტ, ბეჭდური და გარერეკლამების შემდეგ, კანადაში კომერციული რეკლამის განთავსება შესაძლოა, ეროვნულ ვალუტაზე - კანადურ დოლარზე დაიწყონ.
იაპონია უნიკალური ქვეყანაა, სადაც ნანოტექნოლოგიები საოცრად ერწყმის უძველეს ტრადიციებს, ზოგიერთი წეს-ჩვეულება კი კანონის დონეზე მოქმედებს.
გლობალური დათბობის გამო, მილიონობით ადამიანის საყვარელი სასმელი ყავა 2080 წლისთვის შესაძლოა აღარ არსებობდეს.
საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამერიკული კორპორაცია Apple ევროკომისიამ 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიის ხელისუფლების სასარგებლოდ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
Samsung Electronics-მა კომპანიის მიერ წარმოებული სარეცხი მანქანების ზოგიერთი მოდელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ აღიარა.
სრულად
29.09.2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჩნიგაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუტსი“ ამოქმედდა.
სრულად
29.09.2016
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების უპრეცედენტო პროექტს იწყებს.
სრულად
29.09.2016
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა.
სრულად
29.09.2016
ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850