"სოკოს ჩინური კონსერვები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, დაბალხარისხიანია"
"სოკოს ჩინური კონსერვები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, დაბალხარისხიანია"
20 თებერვალი / 2016
ჩინური კონსერვები საქართველოში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. ამის შესახებ კომპანია ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა ივანე იოსელიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

ივანე იოსელიანის თქმით, კომპანიას კონსერვების წარმოება სურს: ”კონსერვების წარმოებაზე ვფიქრობთ. ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ საკონსერვო ბაზარი თითქმის გავანახევრეთ, რადგან ნედლი სოკოს ფასი შემცირდა, თუმცა ბაზარზე უხვადაა წარმოდგენილი ძალიან იაფი კონსერვები, ძირითადად, ჩინეთიდან იმპორტირებული”, - აღნიშნავს ივანე იოსელიანი.

მისივე თქმით, ჩინეთიდან იმპორტირებული კონსერვები უხარისხოა და მათი შემოტანისას კონტროლი არ ხდება: ”ძალიან დაბალხარისხიანია და, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. შეუძლებელია კონსერვი გახსნათ და იქ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბლანშირებული სოკო იყოს თეთრი, ქათქათა, თუ იქ საღებავები და სხვა დანამატები არ არის”, - ამბობს ივანე იოსელიანი და იმედოვნებს, რომ საქართველოში აღნიშნულ კონსერვებზე კონტროლი დაწესდება:
”კარგი იქნება თუ გარკვეულ ხარისხობივ კრიტერიუმებს დააწესებენ და კონტროლი იქნება ამაზე. ის პროდუქცია ევროპის ბაზარზეც შედის, მაგრამ იქ ძალიან მკაცრად კონტროლდება და იძულებულები არიან ხარისხი დაიცვან და შესაბამისად, თვითღირებულებაც ეზრდებათ”.

ივანე იოსელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საკონსერვო წარმოებაში ფასი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ თუ საქართველოში რეგულაციები დაწესდება, რომელიც სოკოს კონსერვების ხარისხს გააკონტროლებს, კომპანია კონსერვების წარმოების მიმართულებითაც იმუშავებს.

შგახსენებთ, რომ კომპანია ”თეთრი ქუდი” 2010 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობა სოკოს რეალიზაციას, წარმოებასა და დისტრიბუციას მოიცავს.

გადაცემა "ბიზნესპერსონას" სრული ვერსია იხილეთ დღეს, 20 თებერვალს, PALITRANEWS-ის ეთერში, 20:10 საათზე.
კომენტარები (3)
23.02.2016
lia
ცოტა დაუკლოს მაგ მეპატრონემ ფასი და აღარ იყიდიან ჩინურს! მოუნდა ახლა კონკურენტების ჩამოცილება!
22.02.2016
ავთო
შემოდის ჩინეთიდან!
მსგავსი სიახლეები
2015 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა
2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი შეადგინა
მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში ლილოს დასახლებაში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება.
იაპონიაში უკანასკნელ ვიდეომაგნიტოფონს ვიეიჩესის ფორმატით მიმდინარე თვის ბოლომდე გამოუშვებენ.
სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ძირითადი წყარო და ლარის სტაბილურობის განმაპირობებელი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, აირჩიოს, დარჩება „ევრო ბაზარზე“ თუ გაერთიანებული სამეფოსთვის საემიგრაციო შეზღუდვები დაწესდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ ემბარგოზე საუბარი, იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მისი ეკონომიკური ბაზარი სტაბილური არ არის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის.
გენმოდიფიცირებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე ათეული წელია დამკვიდრდა. გენურ ინჟინერიას საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს.
იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.07.2016
რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში, ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლას გეგმავს.
სრულად
29.07.2016
„სამწუხაროა, მაგრამ ეს კომპანია თანდათან მონოპოლისტად ჩამოყალიბდა“
სრულად
28.07.2016
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს
სრულად
28.07.2016
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
სრულად
28.07.2016
ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი ესპანური ბრენდი "ზარა" ამერიკელმა დიზაინერმა თიუზდეი ბასენმა პლაგიატში დაადანაშაულა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.07.2016
29.07.2016
USD
1
USD
2.3453
2.3460
EUR
1
EUR
2.5794
2.6008
GBP
1
GBP
3.0716
3.0885
RUB
100
RUB
3.5513
3.5353