ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა
ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა
23 თებერვალი / 2016
იდეის ავტორები თავად არიან, მცირე ბიზნესსაც თავად აუძღვებიან და, სამომავლოდ, ბიზნესის გაფართოებასაც აპირებენ.
ჩანთების წარმოების იდეა ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ.

სტუდენტი გოგონები ჩანთებს ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.

დასამზადებელი მასალა და საჭირო დრო: ”უნიკალური, რაც ჩვენს ჩანთებს სხვა ჩანთებისგან განასხვავებს, არის მასალების კომბინაცია, ნატურალური ხე და ნატურალური ტყავი (ასევე ვიყენებთ ტყავის შემცვლელს). მნიშვნელოვანი ფაქტორია გრავირებაც. გარდა ამისა, ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია - განათება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ღამე ჩანთაში იპოვოს საჭირო ნივთი. ჩანთების დამზადებას შეკვეთიდან დაახლოებით 1 კვირა სჭირდება“.
რატომ ხე და ტყავი?: „ფაბლაბში დამზადებული პროდუქტების უმრავლება ხისგან იწარმოება, რადგან ჩვენ საქმიანობის დაწყება ”ფაბლაბის” საშუალებით გვინდოდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ხისგან. ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ ჩანთებისთვის ხე გამოგვეყენებინა, რომელიც საკმაოდ უხდება ტყავს და ქმნის ლამაზ კომბინაციას. თანაც, მსგავსი ჩანთები საქართველოს ბაზარზე არ არსებობს, ამ მხრივ, პირველები ვართ.”
პრობლემები წარმოებაში და სამომავლო გეგმები: ”თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები: არ ვიცოდით როგორ გვემუშავა ტყავზე, ხეზე, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებზე. თუმცა, მალევე ავითვისეთ ყველაფერი და დღესდღეობით წარმოებაში პრობლემები არ გვაქვს.
ჩვენი საქმიანობა უკვე მცირე ბიზნესია და ვგეგმავთ, უფრო დიდ ბიზნესად ვაქციოთ. გვინდა გავფართოვდეთ, მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩანთების დიზაინში, ასევე ვაპირებთ უფრო მასშტაბურად ვაწარმოოთ მანათობელი ჩანთები, გავიტანოთ ექსპორტზე და, რაც მთავარია, გვონდეს საკუთარი საწარმო და მაღაზია”.
წარმატების გასაღები. ქეთი უბილავა: „ვფიქრობ, თავიდან მთავარია იდეა, კარგი იდეა კი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც უნდა შეიყვარო და გაითავისო, ამის შემდეგ კი თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო წარმატების მისაღწევად“.
ნათია მგელაძე: ”ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ინიციატივა, ლიდერობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვცდილობ, ვიზრუნო თვითგანვითარებაზე”.
ქეთი უბილავა ბრენდის შესახებ: ”ჩემთვის „ბეგელსი“ უკვე ყოველდღიური საქმიანობა და ცხოვრების სტილი გახდა. ვატარებ „ბეგელსის“ ჩანთას, რაც მეხმარება მომხმარებლის თვალით შევხედო პროდუქტს და მივხვდე, რას სჭირდება გაუმჯობესება და დახვეწა. ემოციურადაც უკვე ამ ბრენდზე გავხდი დამოკიდებული და ვცდილობ, მუდმივად ვიფიქრო მის განვითარებასა და გაფართოებაზე.”
ნათია მგელაძე ბრენდის შესახებ: ”ბრენდი ნამდვილად შედგა და ეტაპობრივად ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვიკვლევთ მომხმარებლის სურვილებს, რათა უფრო დახვეწილი ჩანთები შევთავაზოთ. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასია გამომდინარე იქედან, რომ მე და ქეთიმ არ დავზოგეთ დრო და რესურსი სამუშაოების სრულყოფისთვის“.
სწავლისა და ბიზნესის შეთავსება: ”ილიას უნივერსიტეტში” ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობთ. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, საკმარისი ცოდნა გვაქვს მიღებული იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი სტარტაპის განვითარება, რისთვისაც არ ვზოგავთ დროსა და რესურსებს. თავიდან რთულია შეთავსება. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო მარტივად კონტროლირებადი ხდება და დროის სწორი გამოყენებით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება”
რჩევები ახალგაზრდებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვთ: ”ახალგაზრდებს ვურჩევდით მუდმივად იფიქრონ თვითგანვითრებაზე, იყვნენ სიახლეების ძიებაში, იფიქრონ მასშტაბურად, ინოვაციურად და ნებისმიერ იდეას, რომელიც მათ გონებაში დაიბადება, ხორცშესხმის შესაძლებლობა მისცენ”.

თამარ კორკოტაშვილი
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (3)
23.02.2016
ანია
სურატები სად არის წარმატებებო გოგოებო
23.02.2016
რეზი
საქმე გამოგლევიათ რა. ვის რაში ჭირდება ასეთი ჩანთები.
მსგავსი სიახლეები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების 2016-2017 წლების რეიტინგში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.
ამერიკული კომპანია Nike-ის თვითშეკვრადი სპორტული ფეხსაცმელი გაყიდვაში ნოემბრიდან გამოვა.
ჭოპორტში დღეს ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება.
გივი ბერიძე, გუნდთან ერთად, „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს-იდეების ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში დიდი ოცეულის (G20) ორდღიანი სამიტი გაიხსნა.
„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომში ჯანმრთელი ხეების მოჭრის ალბათობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.
თიბისი ფეიმ უნაღდო გადახდის სისტემა დანერგა
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბორჯომში, "კომპოზიტორთა სახლის" ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების შესახებ წერს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-დან, Silicon Valley-დან მოწვეულ ექსპერტებს შეხვდა
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.09.2016
მიკრობლოგის სერვისი „ტვიტერი“ პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სრულად
24.09.2016
ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია და ეს რამდენჯერმე დააზუსტა კიდეც
სრულად
24.09.2016
წინა მერიის დროს ”სილქროუდ ჯგუფს” დიდი პრობლემა შეექმნა. მათ ჩვენს მოედანზე საბაგიროს გაკეთება უნდოდათ და ჩვენ ეს ტერიტორია ივანიშვილის დამსახურებით დავიბრუნეთ
სრულად
24.09.2016
”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.
სრულად
24.09.2016
მე ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.09.2016
26.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3132
EUR
1
EUR
2.5947
2.5947
GBP
1
GBP
3.0032
3.0032
RUB
100
RUB
3.6418
3.6418