ბაღდათი არა მხოლოდ ევროკავშირში გასატან ჩირს ამზადებს, არამედ შოკოლადისა და ჩირის ნარევსაც

"მთავარი საშრობი დავდგით, ერთდროულად დიდი რაოდენობით ხილი შრება, მათ შორის ძაფზე ჩამოკიდებული, 1 ტონამდე. დანარჩენი ხილი - ვაშლი იქნება, ქლიავი თუ სხვა რამ, 600 კილოგრამამდე"

2010-11 წლებში ჩვენში სოფლის დასახმარებლად შემოსული უცხოური კომპანიების თანადგომით, ქართული ხმელი ხილის უცხოეთში გატანას ჩაეყარა საფუძველი. საქმე ბაღდათში შესული ერთ-ერთი ჩეხური კომპანიისა და იმ ბაღდათელების ინიციატივით დაიწყო, რომლებიც კარგად იცნობდნენ ბაღდათის შესაძლებლობებს ჩირის დამზადების საქმეში. მათ შორის იყო ტექნოლოგი გიორგი არწივაძეც, რომელმაც ჩეხურ კომპანიას ჩირის დამზადებაში თანამონაწილეობა შესთავაზა. 5 წლის შემდეგ ბაღდათი არა მხოლოდ ევროკავშირში გასატან ჩირს ამზადებს, არამედ შოკოლადისა და ჩირის ნარევსაც. სავარაუდოდ, ბაზარი მომავალი წლიდან საკმაოდ გაფართოვდება. ქართული ჩირის დამზადებაზე ბაღდათელი გიორგი არწივაძე გვესაუბრა.

- როცა გვიკვირს, რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ამა თუ იმ საქმეში მაშინ, როცა ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ორი ძირითადი რამ: პირველი - ჩვენს გლეხს არ აქვს გამოცდილება და განათლება, როგორ რა აწარმოოს, და მეორე - რამის მაღალ დონეზე საწარმოებლად ხალისიც დაკარგული აქვს. ქართული ხილის მზეზე დაჩირება აქამდე მხოლოდ ჩვენს ბებიებს თუ ახსოვდათ, რომლებმაც იცოდნენ, ჩირს ჯანმრთელობისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე