მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება
25 თებერვალი / 2016
მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე რეგულაციების ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, გადაწყვეტილებას ყველა არგუმენტის გათვალისწინებით მიიღებენ. მისი თქმით, კომიტეტმა განიხლა კანონპროექტი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ბიზნესისთვის გონივრული ვადის მიცემა აუცილებელი იყო.

"მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება. გადადებას ერთადერთი მიზეზი აქვს, ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს. არავის არ უნდა შეექმნას პრობლემა გადარიცხული თანხების, დადებული ხელშეკრულებების, დაწყებული მოლაპარაკებების გამო. ყველა ხელშეკრულება, რომელიც 2016 წლის ბოლომდეა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დადებული, უნდა განხორციელდეს“,- აღნიშნავს თემურ მაისურაძე.

მისი განცხადებით, პარლამენტმა განიხილა კონკრეტული წინადადებები და ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად, რეგულაციების შემოღება დროებით შეაჩერა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად დასახელებული სამთვიანი ვადა შესყიდული ავტომობილების ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის სრულიად საკმარისი იყო. ბიზნესთან კონსულტაციების დროს კი აღმოჩნდა, რომ მათ ბევრი ისეთი ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული, რომელიც თანამშრომლობას წლის ბოლომდე გულისხმობდა.

,,როცა კანონპროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მაშინ მიდგომა იყო ასეთი - ტრანსპორტირების სტადიაზე მყოფი ავტომობილის რეალიზაციას ხელი არ შეშლოდა და დილერებს აღებული დაკვეთების შესრულება მოესწროთ. მსჯელობის შედეგად კი გადავწყვიტეთ, რომ ცოტა უფრო შორს გაგვეხედა და არც ისინი დაგვეზარალებინა, რომელთაც უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ.

თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ 2016 წელი იქნება ბოლო პერიოდი ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოსაყვანად. მისი თქმით, უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულებების გათვალისწინება შეუძლებელია.

ქრისტინე გამთენაძე

კომენტარები (5)
02.03.2016
ბესო
პრემიები და დანამატები აიკრცალეტ ტუ კარგია და მარჯვენა საჯიან მანკანებს ტავი დაანებეტ აკვიგრძალოტ რა ბავშვები ვარტ დავაშავეტ რამე დაანებეტ იაპონურ მანკანებს თავი და რაც გევალებატ ის გააკეტეტ გზები გააკეთეთ და ქვეყანას მიხედეტ გვენგრევა ტავზე
26.02.2016
მამუკა
საქართველო და მისი მოქალაქეები თუ გამდიდრდა და წელში გაიმართა მაინც ხომ შეიძენს ყველა ოჯახი ორ ან სამ მარცხენასაჭიან მანქანებს და მეტ რაოდენობასაც. ხომ იგივე მდგომარეობა იქნება გზებზე? იმის მაგივრად რომ ვიფიქროდ სავალი ნაწილის გაფართოებაზე რამენაირად---ვებრძვით ქარის წისქვილებს. მარჯვენა საჭიანი მანქანა უშლის ნერვებს მხოლოდ იმათ ვისაც 5 წუთითაც არ უტარებია მასეთი ავტომობილი----ჩემი ნებაა მარჯვნივ ვიჯდები მარცხნივ თუ ცენტრში----რატომ მიკრძალავთ-----თუ დავარღვევ მოძრაობის წესებს ქვეყნისთვის ხომ უკეთესია ბიუჯეტში ფული შევა-----შემოვიღოთ სამმაგი ჯარიმები მარჯვენა საჭიანებისთვის---ახლა მეც დავიწყებ ქარის წისქვილის დევნას------ვინც თბილისში არ არის ჩაწერილი ავუკრძალოთ ავტომანქანით მოძრაობა დედაქალაქში--დავტოვოთ მხოლოდ ტრანზიტული მოძრაობა-----------თბილისი თბილისს დაემსგავსება
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები განხორციელდება
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სისტემისადმი ბიზნესის დამოკიდებულების თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია წარმოადგენს თითქმის ოცი წლის წინ შექმნილი გადამხდელთა კავშირის უფლებამონაცვლეს და აერთიანებს რამდენიმე ათეულ წარმატებულ ბიზნესჯგუფს
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს.
ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის,
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და სლოვენიის პალატის ხელმძღვანელ სამო ჰრიბარ მილიჩს პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
28 წლის თეო გელაშვილს წნორში, მეგობრებთან ერთად საქონლის ფერმა აქვს.
მკვეთრი გაუფასურებიდან სწრაფი გამყარებისკენ და პირიქით - ზაფხულის სეზონის მიუხედავად, ლარის კურსი წლის განმავლობაში არსებულ ტენდენციას ინარჩუნებს და არასტაბილურობით გამოირჩევა.
ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციებს განაგრძობენ.
”საქართველოს ბიზნესასოციაციამ” და ”საქართველოს ბანკების ასოციაციამ” პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2016
მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში ლილოს დასახლებაში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება.
სრულად
26.07.2016
ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია მიმდინარე წლის აგვისტოდან განიხილავს.
სრულად
26.07.2016
საქართველოში დიდი რაოდენობით გავერანებული ჩაის პლანტაციაა, რომელიც სულ რაღაც 25-30 წლის წინ ქვეყანას სოლიდურ შემოსავალს აძლევდა, დღეს კი უსარგებლოდ არის მიტოვებული და აღდგენას საჭიროებს.
სრულად
25.07.2016
დაიწყო საქართველოს ფისტის ასოციაციის ახალი პროექტი - ,,ფისტა ჩვენს ოჯახში.”
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.07.2016
28.07.2016
USD
1
USD
2.3450
2.3453
EUR
1
EUR
2.5816
2.5794
GBP
1
GBP
3.0788
3.0716
RUB
100
RUB
3.5517
3.5513