პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

ახალი საწარმოები გარდაბნის, ოზურგეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდება.

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.

მთავრობის სხდომაზე "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სამი ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გააცნო. დავით ხუციშვილის განცხადებით, ახალი საწარმოები გარდაბნის, ოზურგეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდება.

"ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ოზურგეთის რაიონში სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე შეიქმნება, ყოველწლიურად მინიმუმ 20 ტონა ჩაის წარმოებას და პროდუქციის ექსპორტს უკრაინასა და ჩეხეთში აპირებს. არანაკლებ 200 ტონა თხილის წარმოებას აპირებს ასევე კომპანია, რომელიც 186 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში საწარმოს შესაქმნელად. კომპანია 35 ადამიანს დაასაქმებს და პროდუქციას ექსპორტზე პოლონეთსა და თურქეთში გაიტანს. ასევე გარდაბანში, სოფელ კუმისში ამუშავდება რძის პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 70 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება" , - განაცხადა დავით ხუციშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე