„ჰერბია“ მწვანილის ექსპორტს მარტიდან განაახლებს

მწვანილის მწარმოებელი კომპანია ,,ჰერბია” პროდუქციის ექპორტზე გატანას მარტიდან განაახლებს.

როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი.

პირველი ქვეყანა, სადაც ,,ჰერბიას” მწვანილი შევა, ბულგარეთი იქნება. ზურაბ ჯანელიძის თქმით, კომპანია ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც აპირებს პოზიციონირებას.

,,სხვადასხვა დროს მწვანილი ექსპორტზე გაგვქონდა გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში. გაზაფხულიდან იგივე ბაზრებზე ვაპირებთ დაბრუნებას”, - აღნიშნავს ზურაბ ჯანელიძე.

,,ჰერბიას” სასათბურე სისტემა წყალტუბოში მდებარეობს. კომპანიაში მთელი წლის განმავლობაში 30 ადამიანია დასაქმებული.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე