"თბილისში შესაძლოა, რუსული "Группа ГАЗ"-ის ავტობუსები გამოჩნდეს"
29 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
უახლოეს მომავალში თბილისში შესაძლოა, რუსული კომპანია "Группа ГАЗ"-ის ავტობუსები შემოიყვანონ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ შარშან გამოვთქვამდით ეჭვს, რომ GazGroup-ის დანაშაულებრივად შემოყვანის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები ფარულად გეგმავდნენ "გაზელის" მარკის ავტომობილების შეძენას. გასულ წელს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა შეიძინა ათეულობით "გაზელი," რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ახალი ავტომობილების პრეზენტაციაზე პირადად იმყოფებოდა დავით ნარმანია, მაგრამ რუსული წარმოების ავტომობილების შესახებ არც არაფერი თქმულა. ქალაქის მერმა სცადა ინფორმაციის დამალვა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ სამომავლოდ GazGroup-ს სერიოზული გეგმები აქვს და შემდეგ ეტაპი იქნება სამაშველო და სახანძრო სამსახურებისთვის „გაზელების“ შესყიდვა, რუსული კომპანიის ბიზნესის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპეც-ავტომობილები.

„სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია "სტრადა აუტოს" დირექტორი დავით ზაუტაშვილიც და ის არ გამორიცხავს, რომ „газ-ის“ ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს და შესაძლოა, თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერითაც დაინტერესდეს, ვინაიდან რუსული „газ-ის“ წარმოების ავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება. ასე რომ, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ დედაქალაქელებმა მალე „газ-ის“ ავტობუსებით იმგზავრონ“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციის ინფორმაციით, GazGroup-ის პროდუქცია - გაზელის ავტომობილები წარმოადგენენ ძალიან დაბალი კლასის ავტომობილებს. ამიტომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, არის სიცრუე.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქციით საგანგებო-სამაშველო სამსახურების აღჭურვას, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ფატალური შედეგების მიზეზი. მოვითხოვთ: 1. აეკრძალოს ბიზნესსაქმიანობა GazGroup-ს საქართველოში, ვინაიდან ის არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. 2. შესწავლილ იქნას, რა სამართლებრივი საფუძვლით გახდა "სტრადა აუტო" რუსული კომპანიის წარმომადგენელი. 3. სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიწავლონ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვის პროცესის კანონიერება. 4.ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთონ საჯარო განმარტება, აღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივი ფაქტის შესახებ“, - ნათქვამია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

კომენტარები (13)
03.03.2016
jaba
მშვენიერი ავტობუსია , თბილისში რაც დადის იმას ათასჯერ ჯობია.
01.03.2016
222
რუსეთი რა თქმა უნდა მტერია, მაგრამ იმავე ლოგიკით თურქეთს, ირანს და კიდევ სხვა სახელმწიფოებს ასიათასობით ქართველი ჰყავთ გადასახლებული თუ მოკლული და ისინი არავიზე ნაკლები მტრები არ არიან საქართველოსთვის თუ არა მეტი. თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი დღევანდელი მდგომარეობით სრულად თურქეთში აწყობილი ფორდის მიროავტობუსებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვათა შორის ძალიან არაეკონომიურები არიან ექსპლუატაციაში და არც დიდი რესურსით გამოირჩევიან, იგივე შეიძლება შეიძლება ითქვას დასუფთავების სამსახურის თურქულ ფორდებზე, ასევე ირანული წარმოების ტაქსებზე. ეს ავტომობილები იმ სახელმწიფოში იწარმოება, რომლებიც არც თუ დიდი ხნის უკან ჩვენი სახელმწიფოს უპირველეს მტრებად იწოდებოდნენ და არც დღეს დაუკარგავთ ამბიცია საქართველოს ბატონობაზე. რაც შეეხება ავტომობილებს უკრაინას ამ მხრივ საკმაოდ განვითარებული მრეწველობა აქვს, თან ჩვენი უახლოესი კეთილმეზობლური სახელმწიფოა და ალბათ მათ პროდუქციაზე უნდა შევაჩეროთ არჩვევანი. P.S. ისე კი კარგი იქნებოდა ქართველებსაც შეგვძლებოდა უცხოური მაკომპლექტებელი დეტალებითა და კვანძებით საკუთარი ავტობუსებისა და სპეც. ტექნიკის წარმოება, ქართველიც დასაქმდებოდა და ეს დარგიც განვითარდებოდა
მსგავსი სიახლეები
წინა მერიის დროს ”სილქროუდ ჯგუფს” დიდი პრობლემა შეექმნა. მათ ჩვენს მოედანზე საბაგიროს გაკეთება უნდოდათ და ჩვენ ეს ტერიტორია ივანიშვილის დამსახურებით დავიბრუნეთ
ამიერიდან ყველა ავტობუსის ყველა მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება
ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე
ახალი ავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი
2017 წელს აშშ რუსეთის შეკავებისკენ მიმართულ ხარჯებს 4-ჯერ გაზრდის და ამ მიზნისთვის 3,4 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.
საქართველო შეძლებს მოსახლეობის მოთხოვნილება ხორბალზე 70-80%-ით დააკმაყოფილოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძნის ნატურალური ღვინოები გადის.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო სამაშველო სამსახურში 70 შეტყობინება შევიდა.
სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ძირითადად დონორი ორგანიზაციების თანხებით დაფინანსდება. 
2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მილიონი დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.09.2016
ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია და ეს რამდენჯერმე დააზუსტა კიდეც
სრულად
24.09.2016
წინა მერიის დროს ”სილქროუდ ჯგუფს” დიდი პრობლემა შეექმნა. მათ ჩვენს მოედანზე საბაგიროს გაკეთება უნდოდათ და ჩვენ ეს ტერიტორია ივანიშვილის დამსახურებით დავიბრუნეთ
სრულად
24.09.2016
”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.
სრულად
24.09.2016
მე ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია
სრულად
24.09.2016
არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან"
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.09.2016
25.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3132
EUR
1
EUR
2.5947
2.5947
GBP
1
GBP
3.0032
3.0032
RUB
100
RUB
3.6418
3.6418